მოქალაქეები ერთიანდებიან საქართველოში მყოფი უკრაინელების დასახმარებლად, ვინც საომარი მოქმედებების გამო სამშობლოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებს და მათ უფასო ღამის გასათევს, ტრანსპორტირებას და სხვა სახის დახმარებას სთავაზობენ.
აქ მყოფი უკრაინელების დასახმარებლად შეიქმნა ფეისბუქზე ჯგუფი შეიქმნა. უკრაინელებს დახმარებას სთავაზობენ მოგზაურებისთვის განკუთვნილ მრავალრიცხოვან ჯგუფშიც, spend 4 seasons in Georgia. ამ ჯგუფის წევრები მზად არიან დაუთმონ უკრაინის მოქალაქეებს ოთახი საკუთარ სახლებში ან სასტუმროებში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საერთაშორიოსო პარტნიორებს მოუწოდებს მკაცრად უპასუხოს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე დაწყებულ სამხედრო მოქმედებებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი ტვიტერზე წერს.
"რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია სრულიად მიუღებელია. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაცრი პასუხი გასცენ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევას და უზრუნველყონ სიტუაციის დეესკალაცია", - წერს დავით ზალკალიანი ტვიტერზე.