Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი ნარკორეალიზაციის ბრალდებით დააკავეს


კადრი შსს-ს გავრცელებული ვიდეომასალიდან
კადრი შსს-ს გავრცელებული ვიდეომასალიდან

ქობულეთის "ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" თანამშრომელი პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ბრალდებით დააკავა. ამ საქმეზე დაპატიმრებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

ორივე მათგანს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

​გამოძიების ვერსიით, "ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" თანამშრომელი სამსახურებრივ მდგომარეობას დანაშაულებრივი საქმიანობისთვის იყენებდა და ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ ასაღებდა.

"ის რეალიზაციის მიზნით, "ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან" მართლსაწინააღმდეგოდ ეტაპობრივად ეუფლებოდა 860 ბენეფიციარისთვის განკუთვნილ ნარკოტიკს, რომელსაც ჯ.ბ.-ზე უკანონოდ ასაღებდა", - წერია შსს-ს განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ცენტრი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ დაილუქა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბრალდებულების პირადი და სამუშაო ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს 22 ცალი შპრიცი, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი" იყო მოთავსებული. გარდა ამისა, ერთ-ერთი დაკავებულის სახლიდან ამოღებულია 2,5 ლიტრი "მეტადონის" ხსნარი.

საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკის გასაღებისა და ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის კვალიფიკაციით.

XS
SM
MD
LG