Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სასამართლო - ლაივბლოგი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეების პროცესები

20:40 3.12.2024

შსს-ს თანამშრომელი ემირ კაჯიროვი, მოწმე საბა ზაკალაშვილის საქმეზე: აქციას ჰქონდა აგრესიული ხასიათი, შსს-მ ფეისბუქით, ხმოვანი შეტყობინებით მოუწოდა დემონსტრანტებს, რომ დაშლილიყვნენ, მაგრამ არ დაიშალნენ. რადგან ჩვენ არ გვქონდა შესაბამისი აღჭურვილობა, ვთხოვეთ გდდ-ს თანამშრომლებს, დაეკავებინათ საბა ზაკალაშვილი.

ადვოკატი: როდის იყო სამართალდარღვევა ჩადენილი, რომელ საათზე? პატაკში არ არის მითითებული დრო.

შსს-ს წარმომადგენელი ემირ კაჯიროვი: არ მახსოვს.

საბა ზაკალაშვილი: ჩემგან თუ გახსოვთ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა?

შსს-ს წარმომადგენელი ემირ კაჯიროვი: ხელებს იქნევდა.

ადვოკატი: რას გაჩვენებდათ?

შსს-ს წარმომადგენელი ემირ კაჯიროვი: აგრესიული იყო.

21:03 3.12.2024

მოსამართლე გადავიდა ვიდეოჩანაწერების განხილვის ნაწილზე.

21:40 3.12.2024

შსს-წარმომადგენელი: აღნიშნული პიროვნებების მიმართ პატიმრობა იქნება შეუსაბამო. იმ პიროვნებების მიმართ, რომლებიც პოლიციას აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, უფრო მკაცრი სახდელი (ჯარიმა) უნდა იყოს გამოყენებული.


ადვოკატი: ის კადრები, რომლებიც ასახავს, რა მდგომარეობაშიც ეს ადამიანები აღმოჩნდნენ რუსთაველის თეატრთან, ყველა საერთაშორისო სტანდარტით, უთანაბრდება წამებას და არ შეიძლება, სახელმწიფო ასე მოქმედებდეს.

ადვოკატი: სამწუხაროა, რომ ამ საქმეების განხილვისას, გვიწევს ისეთ საქმეებზე ლაპარაკი, როგორიცაა “ნემცოვი რუსეთის წინააღმდეგ”, “ნავალნი რუსეთის წინააღმდეგ”.

21:50 3.12.2024

სასამართლო გავიდა გადაწყვეტილების მისაღებად.

დარბაზი გადაწყვეტილების მოლოდინში
დარბაზი გადაწყვეტილების მოლოდინში

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG