Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სასამართლო - ლაივბლოგი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეების პროცესები

16:20 5.12.2024

გიორგი ხაჭაპურიძის საქმეზე დაიკითხა პოლიციელი გიორგი ბეგალიშვილი. მან თქვა, რომ იდგა გდდ-ს სამი მწკრივის უკან, ქაშვეთთან, რუსთაველზე, 10-12 მეტრის დაშორებით. დაინახა, რომ გიორგი ხაჭაპურიძე იგინებოდა უმისამართოდ. სამხრე კამერების ჩანაწერები არ აქვს, რადგან "დილიდან ამუშავებდა და ღამით დაუჯდა". ასევე თქვა, რომ მან მიიღო დაკავების გადაწყვეტილება. მეორე პოლიციელის თქმით, მათ სპეცაღჭურვილობა არ აქვთ და გდდ-ს თანამშრომლები დაეხმარნენ დაკავებაში.

საპოლიციო ძალების მიერ საპროტესტო აქციის დაშლა 4 დეკემბერი, 2024
საპოლიციო ძალების მიერ საპროტესტო აქციის დაშლა 4 დეკემბერი, 2024


"გიორგი ხაჭაპურიძე იგინებოდა, ილანძღებოდა უმისამართოდ, ცდილობდა დაერღვია კორდონი, არაერთხელ მოვუწოდეთ და არ გვემორჩილებოდა. პოლიცია იდგა სახით რუსთაველისკენ, დაწინა მხარეს იდგა და ცდილობდა კორდონის გარღვევას.

მე ვიყავი დაკავებულისგან 10-12 მეტრის მანძილზე, გდდ-ს უკან. ჩემს წინ იყო ორი სამი რიგი. 24 საათის რეჟიმში სულ ჩართული გვაქვს სამხრე კამერები, დილით იყო დატენილი სამხრე კამერა, მაგ დროისთვის იყო დამჯდარი.

რამდენჯერმე მივიდა კორდონთან და ცდილობდა ხელით შეღწევას. დაკავების გადაწყვეტილება მივიღე მე.

ხმამაღლა მოლაპარაკე მოწყობილობა მოუწოდებდა დაეტოვებინა ტერიტორია. პოლიციელებიც მოვუწოდებდით.

ადვოკატი: როგორ გაარჩიეთ რომ იგინებოდა? თუ ასეთი ხმაური იყო?

პოლიციელი: ვხედავდი
ადვოკატი: ერთია ხედავდით მეორე გესმოდათ,

პოლიციელი: ვხედავდი და ნესმოდა

ადვოკატი: მაგრამ ის ვერ დაინახეთ, რომ ფარი ხელში ეკავა და სპეცრაზმს აწვდიდა.

მეორე დაკითხულმა პოლიციელმა თქვა: კი სხვათაშორის მახსოვს, რომ ფარი ხელში ეჭირა, მერე რა მოხდა არ ვიცი.

.... იგინებოდა მთავრობის მიმართ, მეზობელი ქვეყნის მიმართ. გდდ-ს თანამშრომლები, რობოკოპები) დაგვეხმარნენ და შემდეგ პატრულმა წაიყვანა".

16:51 5.12.2024

მოსამართლე ლელა მილდერბერგერმა სამართალდამრღვევად ცნო სა 2200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა გიორგი ხაჭაპურიძეს. ის 4 დეკემბერს ღამის 2-ის ნახევარზე დააკავეს. გიორგი ხაჭაპურიძეს დაკავებისას და გზაში იზოლატორამდე პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავებისას შეასხეს წიწაკის სპრეი.

გიორგი ხაჭაპურიძე
გიორგი ხაჭაპურიძე

ის სისხლით დასვრილი შარვლითა და ზედით მოიყვანეს პროცესზე იზოლატორიდან, ცემის კვალი ეტყობა ცხვირსა და თვალზე. გიორგი ხაჭაპურიძემ მოყვა, რომ აქციაზე არ იყო, მეგობართან მიდიოდა რუსთაველის გავლით, ახსოვს, რომ ფარი მიაწოდა სპეცრაზმელს და ამ დროს დააკავეს. ვერ აზუსტებს, დაკავების დროს, მეტროს რომლითაც ისარგებლა მეგობრის მისამართს.

მან თქვა, რომ "ომის მონაწილე და ვეტერანია, თავში აქვს იმპლანტი გაკეთებული და თავში რტყმისგან ვერ აზროვნებს საღად". სასამართლოს მშობლებმა მიაწოდეს ვეტერანობის დამადასტურებელი საბუთი. დაიკითხა ორი პოლიციელი, აქედან ერთმა თქვა, რომ დაკავების გადაწყვეტილება თავად მიიღო, მეორემ კი განაცხადა, რომ დაკავებაში გდდ-ს თანამშრომლები დაეხმარნენ.

თავად 10-12 მეტრის დაშორებით იდგნენ და გაიგონეს, როგორ აგინებდა ხელისუფლებას და რუსეთს. პოლიციელებს - არა. არც ერთ არ ჰქონდა სამხრე კამერები ჩართული. "24-საათი ვმუშაობთ და მაგ დროისთვის დაჯდაო". მოსამართლემ სარწმუნოდ არ მიიჩნია დაკავებულის მონათხრობი, რაც გადაწყვეტილების გამოცხადების დროს თქვა.

გიორგი ხაჭაპურიძის მხარე ძალადობის საქმეზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს.

18:28 5.12.2024

მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული ალექსანდრე ქავთარაძე მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

ალექსანდრე ქავთარაძე
ალექსანდრე ქავთარაძე

18:29 5.12.2024

"მადლობა ბატონ მოსამართლეს, რომ პოლიციისგან ნაცემი ადამიანი უსამართლოდ დაკავებული და სიტყვიერშეურაცხყოფამიყენებული სიტყვიერი გაფრთხილებით დამნაშავედ ცნეს. სიგიჟეში ვცხოვრობთ" - ასე გამოეხმაურა ალექსანდრე ქავთარაძე მოსამართლე ლელა მილდენბერგერის გადაწყვეტილებას, რომელმაც ის სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა მხოლოს სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.

მისი თქმით, სხდომაზე დაკითხული პოლიციელები მისი დამკავებლები არ არიან:

"ჩვენებებშიც აცდენ ერთმანეთს, ერთი ამბობდა თსუს-დთან იყოო მეორე ამბობდა არ იყოო. არ ვიყავი თსუ-სთან, დავინახე რომ მუქი ლურჯი ქურთუკი ეცვაო".

ადვოკატ ლაშა ცერცვაძის განცხადებით, მოსამართლეები.

ალექსანდრე ქავთარაძე პოლიციამ მელიქიშვილის გამზირზე 19 ნოემბერს დააკავა. შსს მას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

"100%-იანი გამამტყუნებელი გადაწყვეტილებები გამოდის, ასე როგორ შეიძლება, ფიზიკურადაც ხომ არ შეიძლება პოლიციელი ყოველთვის მართალი იყოს? ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, სპეციალურ საგამოძიებოს გამოძიება აქვს დაწყებული. მოსამართლე ვერ წყვეტს საქმეს არ შეუძლია, რა ქნას, არ შეუძლია", - ამბობს ადვოკატი.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG