სასამართლოსთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი მარიამ კერესელიძე ამბობს, რომ "არ აქვს ინფორმაცია", არის თუ არა კამერები იმ ოთახში, სადაც დაკავებულის გამოკითხვა მიმდინარეობს. ეს კითხვა მას ნიკა გვარამიამ დაუსვა: "სასამართლოსთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი სრულ ჭკუაზე მყოფი მპასუხობთ, რომ არ იცით, დაკავებულის დაკითხვა სადაც მიმდინარეობს, იქ არის კამერები თუ არა?"
მარიამ კერესელიძე: "არ მაქვს ინფორმაცია".
ნიკა გვარამია: "ამ სამარცხვინო პასუხის შემდეგ, სადაც მუშაობთ, ისინიც კი გაგიშვებდნენ სამსახურიდან".
მხარეები მტკიცებულებების შესწავლის ეტაპზე გადავიდნენ, შსს-ს "რუსთავი 2-ის" ეთერიდან მოჭრილი ვიდეო აქვს პროცესზე მიტანილი.
ნიკა გვარამიას თქმით, შსს-ს მიერ წარმოდგენილი ვიდეო კონტექსტიდანაა ამოვარდნილი და დამონტაჟებულია. ის მოითხოვს სრულ ჩანაწერს, რათა მოსამართლეს სრული წარმოდგენა შეექმნას.
პოლიცია დგას იმ დარბაზებთან, სადაც აქციების დროს დაკავებულების პროცესები მიმდინარეობს. მესამე დარბაზში ნიკა გვარამიას საქმეზე მსჯელობენ, პირველ დარბაზში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში ბრალდებული 7 პირის პროცესი უნდა დაიწყოს.
ფორუმი