Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა სასამართლო - ლაივბლოგი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეების პროცესები

14:52 6.12.2024

“ეს ქვეყანა გადარჩება, ეს ქვეყანა არ არის ომონის, ეს ქვეყანა არასდროს იქნება რუსეთის. თქვენ ხართ გამპრავებლები ქუსლით თავის დამსრესი პოლიციელების", - მიმართა მოსამართლე კობა ჩაგუნავას ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე.

ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი
ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი

გვარამია მის მიმართ წარდგენილ 166-ე მუხლს სასაცილოდ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მისი მხრიდან არანაირ წვრილმან ხულიგნობას ადგილი არ ჰქონია. გვარამია ამბობს, რომ ოფისში, სადაც დააკავეს, თავისი უფლების განხორციელებას ცდილობდა და პოლიციისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია:

"მე ვარ ქართველი კაცი და როცა მაგინებენ, პასუხს გავცემ".

ნიკა გვარამიას თქმით, მისთვის დაკავების ოქმი არავის წარმოუდგენია და არც ხელი არ მოუწერია. იგი ამბობს, რომ ოქმი, რომელიც საქმეშია, არის გაყალბებული, რაზეც "შსს-ს წარმომადგენლები პასუხს აგებენ".

14:53 6.12.2024

მოსამართლე ნიკა გვარამიას საქმეზე სათათბიროდ გავიდა

მოსამართლე კობა ჩაგუნავა
მოსამართლე კობა ჩაგუნავა

15:03 6.12.2024

იწყება პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით დაკავებულების სასამართლო პროცესი.

ამ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.

სასამართლო პროცესი იწყება
სასამართლო პროცესი იწყება

15:09 6.12.2024

ცხრა დაკავებული სხდომაზე ერთად მიიყვანეს. პროცესი იმართება საქალაქო სასამართლოს ყველაზე დიდ დარბაზში, სადაც 150 კაცი ეტევა. ამ მომენტისთვის დარბაზი სავსეა დამსწრეებით, მათგან 5-კაციანი სკამების ოთხი ზოლი პოლიციელებს უკავიათ.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG