Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულებიდან ხუთი ადამიანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი


სანდრო აბესაძე აქციიდან გადაჰყავთ სასწრაფო დახმარების მანქანაში.
სანდრო აბესაძე აქციიდან გადაჰყავთ სასწრაფო დახმარების მანქანაში.

2 თებერვალს თბილისის შემოსასვლელთან გამართულ აქციაზე დაკავებულებიდან ხუთს დაკავების შემდეგ ცემის გამო ჰოსპიტალიზაცია დაჭირდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ისინი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებით გადაყვანილები არიან ზურაბ შონია, ლევან ობოლაძე, გედევან კუპრაძე, ლევან ასანიძე და გურამ კაპანაძე.

პოლიციასთან ჭყლეტაში მოხვდა სანდრო აბესაძე, რომელმაც აქციაზე გონება დაკარგა და ახლობლების ცნობით, კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. ის კლინიკა "ვივამედშია" ჰოსპიტალიზებული. კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს ასევე "ტვ პირველის" ოპერატორი ნიკო კოკაია.

დაკავებულების რაოდენობის თქმა ამ ეტაპზე შეუძლებელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია განცხადება არც დაკავებულების და არც "თბილისი მოლის" აქციის შესახებ - უწყების პრესსამსახური ამ კითხვაზე რადიო თავისუფლებას ამ დრომდე არ პასუხობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG