Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
დიდთოვლობა გურიასა და აჭარაში - განახლებადი
დიდთოვლობა გურიასა და აჭარაში - განახლებადი

დიდთოვლობა საქართველოს რეგიონებში - ლაივბლოგი

🔸სოფელ კონჭკათში სახურავის გაწმენდისას შუახნის მამაკაცი დაიღუპა. შრომაში ახალგაზრდა კაცი დაშავდა. 🔸აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის მაღალმთიანი სოფლების დიდი ნაწილი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. 🔸გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უამინდობა 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

21:27 25.2.2025

რამდენიმე დღეა, თითქმის მთელ საქართველოში შეუჩერებლად თოვს, პროგნოზით კი უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. რადიო თავისუფლებამ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელზე დაყრდნობით (CENN) რამდენიმე რეკომენდაციას მოუყარა თავი:

20:26 25.2.2025

„ჩვენც გვითხრან, როდის და სად ჩაერთვება სამაშველო ოპერაციაში ჯარი“ - გურია დიდთოვლობას ებრძვის

დიდთოვლობას ებრძვის გურიის სოფლების მოსახლეობა. სოციალურ ქსელში ახლაც ვრცელდება იმ ადამიანების პოსტები, რომლებიც საკუთარი ძალებით ცდილობენ, გაუმკლავდნენ დასავლეთ საქართველოში მოსულ ნალექს. გურიაში ამ წუთებშიც გადაუღებლად თოვს.

მამათი, შუხუთი, აკეთი, ჩოჩხათი, გულიანი, მოედანი, ხორეთი, შრომა, ოდილაური, აცანა, არჩეული, ლესა, კოხნარი, ზომლეთი, ზენობანი, ნაგომარი, ხიდისთავი, ნატანები, ამაღლება, ორმეთი, ჯუმათი, შემოქმედი, კონჭკათი - ეს იმ სოფლების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც გარე სამყაროსაა მოწყვეტილი და მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიისა და საკვების გარეშეა დარჩენილი.

ნინო შავაძე ნასაკირალში 68 წლის მამამთილთან და 16 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს. ბოლო ხუთი დღეა, არც ელექტროენერგია აქვთ და არც წყალი.

რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და სასწრაფოს გამოძახება რომ დასჭირდეთ, ვერავინ დაეხმარებათ.

20:19 25.2.2025

„სახლმა დეფორმაცია მიიღო, ორ შვილთან და ბებიასთან ერთად ვარ მარტო“ - ამბობს ლიკა მამალაძე გურიის სოფელ ხიდისთავიდან

19:22 25.2.2025

„რამდენიმე სახლია თოვლისგან დანგრეული“ - გურიის სოფელ ორმეთის მცხოვრები

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG