საქართველოს რკინიგზა უამინდობის გამო 15 რეისს აუქმებს. გაუქმებული რეისები თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან 26, 27 და 28 თებერვალს უნდა შესრულებულიყო.
უქმდება:
26 თებერვალი:
- № 804 თბილისი-ბათუმი;
- №801 ბათუმი-თბილისი;
- №869 ზუგდიდი-თბილისი;
- №874 თბილისი-ფოთი;
- №617 ბორჯომი-თბილისი;
- №686 თბილისი-ბორჯომი.
27-28 თებერვალი:
- № 854 თბილისი-ოზურგეთი;
- № 853 ოზურგეთი-თბილისი;
- № 6355/6356 ქუთაისი-რიონი;
- № 6353/6354 ქუთაისი-რიონი;
- № 682/681 ქუთაისი-ბათუმი;
- № 684/683 ქუთაისი-ბათუმი;
- № 613/614 ბათუმი-ოზურგეთი;
- №618/617 თბილისი-ბორჯომი;
- №685 ბორჯომი-თბილისი.
რკინიგზა მგზავრებს გაუქმებული რეისების ბილეთების ანაზღაურებას ჰპირდება.
უამინდობის გამო რკინიგზამ რეისები გააუქმა 25 თებერვალსაც.
დროის გასვლასთან ერთად ვითარება მძიმდება: არის ცნობები მსხვერპლის შესახებ, არაერთი სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი, დანგრეული და დაზიანებულია შენობები, შეწყვეტილია ენერგომომარაგება და მოსახლეობის ნაწილს საკვების მარაგი ამოეწურა.
რიკოთის უღელტეხილზე, სადაც გასულ ღამით ზვავი ჩამოწვა, საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება.
"მდგომარეობა არის რთული. სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილი არის გარე სამყაროს, ვერ მყარდება კომუნიკაცია სოფლების მნიშვნელოვან ნაწილთან, ამ კუთხით არის ძალიან ბევრი სამუშაო, ამისთვის ტექნიკა იქნება მობილიზებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად აღდგეს კავშირი კონკრეტულ სოფლებთან და ამაზე უკვე ამ მომენტიდან განახლდება აქტიური მუშაობა, ასევე დაგვჭირდება მარაგების მობილიზება, როგორც მედიკამენტების ნაწილში, ასევე სურსათისა და შეშის ნაწილში - გათბობისთვის და ამასთან დაკავშირებითაც ვიმუშავებთ კონკრეტული გეგმით.
მთლიანობაში, გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე", - თქვა კობახიძემ.
ფორუმი