მოხალისე-მაშველები მაღალი გამავლობის მანქანებითა და თოვლმავლებით ცდილობენ მოსახლეობისთვის საკვების, მედიკამენტების, პირველადი მოხმარების ნივთების მიწოდებას.
მოხალისეებს დათოვლილი სახლებიდან გამოჰყავთ ის ადამიანებიც, რომლებსაც უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასვლა დაუყოვნებლივ ესაჭიროებათ.
ვითარება ქუთაისის აეროპორტსა და საქართველოს მთავარ მაგისტრალზე:
26 თებერვალს ქალაქებში დაბალი ტემპერატურა ნარჩუნდება, ყველგან გამოცხადებულია თოვა.
თბილისი: დღისით +2 გრადუსი, ღამე -4 გრადუსი
ბათუმი: დღისით +4 გრადუსი, ღამე კი 0 გრადუსი
ოზურგეთი: დღე +2 გრადუსი, ღამე კი 0 გრადუსი
ქუთაისი: დღე +1 გრადუსი, ღამე კი -1 გრადუსი
თელავი: დღე +1გრადუსი, ღამე კი -7 გრადუსი
მესტია: დღე -7 გრადუსი, ღამე კი -12 გრადუსი, თოვა
ამბროლაური: დღე 0 გრადუსი, ღამე კი -4 გრადუსი
ახალციხე: დღე -3 გრადუსი, ღამე კი -7 გრადუსი
გორი: დღე -1 გრადუსი, ღამე კი -6 გრადუსი
რუსთავი: დღე +3 გრადუსი, ღამე კი -5 გრადუსი
ხაშური: დღისით -2 გრადუსი, ღამე კი -7 გრადუსი
მარტვილი: დღე +2 გრადუსი, ღამე კი -2 გრადუსი
სინოპტიკოსების ვარაუდით, თოვა 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ლევან ზალკალიანის განცხადების თანახმად, 26 თებერვლის შუადღისთვის იმერეთის მხარეში „ჩაკეტილია“ - გარე სამყაროს მოწყვეტილია - 149 სოფელი.
„ამ წუთის მდგომარეობით, ჩაკეტილია 149 სოფელი, ელექტროენერგია არ მიეწოდება 30 000-მდე აბონენტს, ასევე, შეწყვეტილია ბუნებრივი გაზის მიწოდება 237 აბონენტისთვის“, - განაცხადა ლევან ზალკალიანმა „რუსთავი 2-თან“ საუბრისას.
მისი თქმით, არის „გარკვეული მუნიციპალიტეტები“, სადაც დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში“.
ზალკალიანის განცხადებითვე, დილიდან მუშაობს 148 ერთეული ტექნიკა, რომლებიც წმენდდნენ ქალაქის, ასევე, სოფლამდე მისასვლელ გზებს.
ფორუმი