„სამწუხაროდ, ვითარება იანვრის შემდეგ არ გაუმჯობესებულა, არ არის არანაირი პროგრესი ჩვენი ასამბლეის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მან.
ესტრელამ, რომელიც წარმოადგენს „სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფს“, ასევე განაცხადა:
„ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა პრაქტიკულად ყველა ფრონტზე“.
საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სესიაზე დღეს 13:00 საათისთვის დაიწყო საქართველოს საკითხისა და მორიგი რეზოლუციის განხილვა.
რეზოლუციის თანაავტორები სწორედ ედიტ ესტრელა და ბოსნიელი პარლამენტარი საბინა ჩუდიჩი არიან.
ჩუდიჩმა, - რომელიც წარმოადგენს ევროპულ პარტია ALDE-ს („ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“), - დღეს განაცხადა:
„თუკი საქართველოში იმ ვითარებას გავაანალიზებთ, რაც დღეს გვაქვს, და შევადარებთ რა მოხდა იანვარში რეზოლუციის მიღების შემდეგ, უნდა მოგახსენოთ, რომ დემოკრატიის ყველა საყრდენის მიმართულებით ვითარება უარესდება“.
მან ისაუბრა არაერთ ცვლილებაზე, მათ შორის FARA-ს მიღებასა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის „ქართული ოცნების“ მიერ გაცხადებულ სურვილზე.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციის პროექტი კვლავ არაერთ ასპექტში აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“ და ამბობს:
„დემოკრატიული უკუსვლა ხელს ვერ შეუწყობს ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებას“.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, „ქართული ოცნების“ „დემოკრატიული უკუსვლა“ „ხელს ვერ შეუწყობს ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებას, თუკი ისინი დაესწრებიან ასამბლეის სესიას სამომავლოდ.
ამასთან, რეზოლუციის პროექტით, ასამბლეა აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში მონაწილეობა „დელეგაციის არა არჩევანი, არამედ ვალდებულებაა“.
ფორუმი