Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენას უკრძალავს


საილუსტრაციო ფოტო. ფინეთის დედაქალაქი ჰელსინკი
საილუსტრაციო ფოტო. ფინეთის დედაქალაქი ჰელსინკი

ფინეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს უძრავი ქონების შეძენას იმ ქვეყნების მოქალაქეების მიერ, რომლებიც ჩართულნი არიან აგრესიულ ომში და შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

ამის შესახებ ნათქვამია ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. სწორედ თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა დოკუმენტი.

საუბარია, კერძოდ, რუსეთის მოქალაქეებზე. ცვლილებები არ ვრცელდება იმ რუსებზე, რომლებსაც აქვთ მუდმივი ბინადრობის ნებართვა ფინეთში, ან რომლებიც ფლობენ ორმაგ, ფინეთის და რუსეთის, მოქალაქეობას.

ამავე დროს, ფინეთის თავდაცვის სამინისტრო შეამოწმებს რუსებს მუდმივი ბინადრობის ნებართვით, რომელთაც სურთ უძრავი ქონების შეძენა; შემოწმების შემდეგ გადაწყდება მათთვის სახლის შეძენის ნებართვის გაცემის საკითხი.

თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 2024 წლის შემოდგომის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეები ფინეთში ფლობენ უძრავი ქონების 3500-მდე ობიექტს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG