Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუბიო და უიტკოფი დღეს პარიზში გაემგზავრებიან - უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებისთვის


მარკო რუბიო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
მარკო რუბიო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ელჩი სტივ უიტკოფი პარიზში გაემგზავრებიან, სადაც 16-18 აპრილს გაიმართება მოლაპარაკებები ევროპელ კოლეგებთან, პრეზიდენტ ტრამპის მიერ დასახული მიზნის - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისა და სისხლისღვრის შეწყვეტისკენ წინსვლისთვის. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ტამუ ბრიუსის განცხადებაში.

პარიზში ყოფნისას, სახელმწიფო მდივანი იმსჯელებს რეგიონში საერთო ინტერესების სფეროში არსებულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის გზებზეც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG