სხდომაზე ჯაფარიძის ადვოკატმა მოითხოვა მოსამართლე ნანა შამათავას აცილება - იგი აღნიშნავდა, რომ მოსამართლე შესაძლოა, მიკერძოებული ყოფილიყო, რადგან სანქცია აქვს დაწესებული ლიეტუვის მხრიდან.
„სინამდვილეში, არ არსებობდა არანაირი ფორმალური საფუძველი იმისთვის, რომ აღკვეთის ღონისძიებად რამე გამოეყენებინათ, რადგან არსად გაქცევას არ ვაპირებ“, - თქვა ჯაფარიძემ სხდომის დასრულების შემდეგ.
მანვე ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ აპირებს გირაოდ შეფარდებული თანხის გადახდას.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. კომისიის თავმჯდომარეა ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი.
„ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. "კოლექტიურ ნაცმოძრაობაში იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
კომისია სხდომაზე იბარებს ოპოზიციონერ ლიდერებს - როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ მაღალჩინოსნებს, ისე სხვა ოპოზიციონერებს. სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო ბრალი უკვე წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდეს პოლიტიკოსებს: მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს (50 000-50 000 ლარი), ირაკლი ოქრუაშვილს (20 000 ლარი) და გივი თარგამაძეს (10 000 ლარი).
ფორუმი