მინისტრის თქმით, რუსეთმა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მიზანში ამოიღო სამოქალაქო მოსახლეობა კიევში და სხვა რაიონებში.
„ზეწოლა მოსკოვზე უნდა იყოს და არა კიევზე“, - დაწერა დღეს, 24 აპრილს სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პუტინის მოქმედებები აჩვენებს, რომ ის პატივს არ სცემს მშვიდობის დამყარების ძალისხმევას და მხოლოდ ომის გაგრძელება სურს, ამიტომ სისუსტე და დათმობები ტერორს და აგრესიას ვერ შეაჩერებს და მხოლოდ ძალა და ზეწოლაა საჭირო.
24 აპრილს რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მასირებული შეტევა მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით.
კიევში დაღუპა, სულ მცირე, 9 ადამიანი და 70-ზე მეტი დაშავდა. მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ უკრაინის ათამდე რეგიონშიც. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
ფორუმი