Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე შეხვდნენ


ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი რომში შეხვდნენ ერთმანეთს - შეხვედრა ხანმოკლე იყო
ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი რომში შეხვდნენ ერთმანეთს - შეხვედრა ხანმოკლე იყო

უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი დღეს, 26 აპრილს, რომში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე შეხვდნენ ერთმანეთს.

ინფორმაცია, რომელიც წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა დასავლურ მედიაში, უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა დაადასტურა.

სერჰი ნიკიფოროვმა, ზელენსკის ადმინისტრაციის პრესმდივანმა განაცხადა, რომ შეხვედრა რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

მოგვიანებით თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა განაცხადა, რომ ტრამპსა და ზელენსკის „ძალიან პროდუქტიული დისკუსია“ ჰქონდათ.

ვატიკანში წყაროებზე დაყრდნობით Sky News-ი იუწყება, რომ ორი ლიდერი შეთანხმდა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე დაკრძალვის შემდეგ.

ტრამპი და ზელენსკი აქამდე ერთმანეთს არ შეხვედრიან 28 თებერვლის შემდეგ - მას შემდეგ, რაც ოვალურ კაბინეტში ლიდერებს შორის შელაპარაკება მოხდა ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მონაწილეობით.

რომის პაპის ფრანცისკე 2025 წლის 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას დღეს კრძალავენ.

მათ გარდა დაკრძალვის ცერემონიალზე იმყოფებიან სხვა მსოფლიო ლიდერები - ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუილ მაკრონი და სხვები.

ვატიკანში გაემგზავრა მიხეილ ყაველაშვილიც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG