Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შვილობილი“ - არჩილ მუსელიანცის და ცაროს ამბავი


„შვილობილი“ - არჩილ მუსელიანცის და ცაროს ამბავი
please wait

No media source currently available

0:00 0:10:35 0:00

61 წლის ცარო ოშაყაშვილმა ნოემბერში პროევროპულ აქციებზე გაიცნო 29 წლის არჩილ მუსელიანცი, რომელსაც არც მშობლები და არც გამზრდელი ჰყავდა. ცარო მას შემდეგ მისი აქტიური მხარდამჭერია: აქციებზე არჩილის ფოტო უჭირავს, უგზავნის წერილებს, რეგისტრაცია გაუკეთა ციხეში გამოცდებზე და მისი უფლებების დაცვაზე ზრუნავს

პროევროპული აქციების აქტიურმა მონაწილემ, ორი შვილის დედამ, 61 წლის ცარო ოშაყაშვილმა ამავე აქციების დროს დაკავებული და დღეს ციხეში მყოფი 29 წლის არჩილ მუსელიანცი საპროტესტო აქციებზე გაიცნო, ნოემბერში

მაშინ გაიგო, რომ არჩილს არც მშობლები ჰყავდა ცოცხალი და აღარც გამზრდელი ბებია. მას შემდეგ, ცარო აქციებზე გაცნობილ თანამებრძოლს სულ სიფრთხილისკენ მოუწოდებდა და დროდადრო ეხმიანებოდა ხოლმე, მოიკითხავდა

ნოემბრის ბოლოს, როცა სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე დღეების განმავლობაში, უწყვეტად არბევდა, სცემდა და იჭერდა აქციის მონაწილეებს, არჩილ მუსელიანცის კვალიც გაქრა. ცარომ მისი ძებნა დაიწყო - არჩილის მეგობრების დახმარებით მალე შეიტყო, რომ არჩილიც, სხვა ასობით დაკავებულის მსგავსად, დაკავებული ჰყავდათ.

ბრალდება: პარლამენტის შენობის წინ ბოძზე დამაგრებული კამერების დენის წყაროს მიზანმიმართული დაზიანება და მისთვის ცეცხლის წაკიდება

მას შემდეგ ცარო არჩილ მუსელიანის ერთგული გულშემატკივარია: მისი სურათი, სხვა პატიმრების დედების მსგავსად, დღეს ცაროს უკავია აქციებზე

ამ სურათით გადაადგილდება ყველგან. არჩილს ხშირად უგზავნის ფოტოებს, წერილებს, როცა არჩილი ციხიდან ურეკავს - ამბებს უყვება. ცაროც სულ არჩილზე ლაპარაკობს, როგორც ჩვენც გვითხრა, “ის მისი მესამე შვილია” და როგორც შვილს დაიცავდა, ასე ცდილობს არჩილის უფლებების დაცვასაც. ციხეში, მისაღებ გამოცდებზეც დაარეგისტრირა და უნდა, სხვა პატიმრების გვერდით, მისი სახელიც ხშირად ისმოდეს.

ცარო თითქმის არ აცდენს აქციებს. როცა სახლის საქმეებს და სამსახურს მორჩება, ყოველ საღამოს რუსთაველისკენ მიიჩქარის. ამბობს, რომ ეს ბრძოლა ხელისუფლებას აუცილებლად დაღლის

არჩილ მუსელიანცი ამ დრომდე გლდანის მერვე დაწესებულებაში რჩება და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილითაა დაწყებული, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს: ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საშიში საშუალებით. არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG