29 აპრილს, რუმინელი სტენდაფ კომიკოსი ვიქტორ პატრაშკანი საქართველოში არ შემოუშვეს. სომხეთ-საქართველოს საზღვარზე მისთვის უარის მიზეზები არ აუხსნიათ - მისთვის გადაცემულ დოკუმენტში მონიშნული იყო ზოგადი პუნქტი: „სხვა შემთხვევები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით“, რაც არავინ იცის რას ნიშნავს.
ვიქტორ პატრაშკანი ბოლო ხუთი წელია გზაშია - ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობს და მართავს კომედიურ სტენდაფ-შოუებს, სადაც ხუმრობს ყველაფერზე. მათ შორის, პუტინზეც. თუმცა არასოდეს არსად მისთვის ქვეყანაში შეშვებაზე უარი არ უთქვამთ.
შარშან ის საქართველოშიც იყო ჩამოსული.
ახლაც, 29-30 აპრილს, მას თბილისში ჰქონდა დაგეგმილი შოუები, სადაც ყველა ბილეთი (სულ 500 ბილეთი) გაყიდული იყო.
საქართველოს საზღვარზე ნათქვამმა უარმა მას გეგმები აურია - უკან, ერევანში დაბრუნდა, ხელახლა იყიდა ბილეთი და შემდეგი დანიშნულების ადგილას, ბაქოში, ახლა სტამბოლიდან უნდა ჩავიდეს.
“ერთ დღეს ამ ყველაფერზე ვიცინებთ, თუმცა ახლა მე თქვენზე უფრო ვღელავ, ქართველ ხალხზე”, - ამბობს ვიქტორ პატრაშკანი.
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში კი გვიყვება რა მოხდა საზღვარზე, მისი აზრით, რა შეიძლება გამხდარიყო უარის მიზეზი, ვლაპარაკობთ რაზეა მისი შოუები და რომელ ქვეყნებში მოგზაურობს და ასევე, შენიშნავს, რომ ის აუცილებად ჩამოვა საქართველოში, ოღონდ როცა ხალხი შეცვლის ხელისუფლებას.
ვის ეშინია იუმორის? - როგორ არ შემოუშვეს სტენდაფერი ვიქტორ პატრაშკანი საქართველოში
29 აპრილს რუმინელი კომიკოსი ვიქტორ პატრაშკანი საქართველოში არ შემოუშვეს. სომხეთ-საქართველოს საზღვარზე მისთვის უარის მიზეზები არ აუხსნიათ - მისთვის გადაცემულ დოკუმენტში მონიშნული იყო ზოგადი პუნქტი: „სხვა შემთხვევები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით“, რაც არავინ იცის რას ნიშნავს.
ეპიზოდები
-
აპრილი 28, 2025
„შვილობილი“ - არჩილ მუსელიანცის და ცაროს ამბავი
-
აპრილი 18, 2025
რატომ ვერ ნახულობს დედა შვილს ციხეში
-
აპრილი 14, 2025
თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს
-
აპრილი 09, 2025
მეც იქ ვიდექი - 9 აპრილი 36 წლის შემდეგ
-
მარტი 31, 2025
100-კილომეტრიანი მარში დმანისიდან
ფორუმი