რუსული სამთავრობო მედია „ტასი“ იუწყება, რომ სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე შესაბამისი ბრძანება პუტინის ხელმოწერით 17 მაისს გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, აღნიშნულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მოთხოვნის მიზნით განაცხადის შეტანისას აღარ იქნება სავალდებულო რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა.
განაცხადების გაკეთება რუსეთის მიერ აფხაზეთში გახსნილი „დიპლომატიურ წარმომადგენლობებში“ იქნება შესაძლებელი.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერები, ბადრა გუნბა და ალან 9-10 მაისს მოსკოვში იმყოფებოდნენ და პუტინს შეხვდნენ.
ფორუმი