Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში კაცი 14 წლის შვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს


მედიის ცნობით, ძალადობა ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
მედიის ცნობით, ძალადობა ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

კახეთში დააკავეს შუახნის კაცი, რომელსაც 14 წლის შვილზე სექსუალური ძალადობა ედება ბრალად.

როგორც რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, იგი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც გაუპატიურებას გულისხმობს.

კერძოდ, გამოძიება დაწყებულია კოდექსის მე-11 პრიმა — 137-ე მუხლით. მე-11 პრიმა მუხლი „ოჯახის წევრის მიმართ“ ჩადენილი დანაშაულია, 137-ე კი — გაუპატიურება.

იმის გათვალისწინებით, რომ მსხვერპლი არასრულწლოვანია, დაკავებულს ემუქრება 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა.

მედია წერს, რომ კაცი თითქმის ერთი წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა გოგოზე - შსს-ში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG