„ყველა პროექტი, რაც ხორციელდება და გაკეთდა დედაქალაქში, რა თქმა უნდა, საკრებულოს და უშუალოდ გიორგის მონაწილეობით განხორციელდა... საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. გიორგიმ კარგად იცის, თვითმმართველობას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს“, - თქვა კალაძემ ტყემალაძეზე.
გიორგი ტყემალაძე თბილისის საკრებულოს ბოლო ორი მოწვევის თავმჯდომარე იყო. ის, კალაძის მსგავსად, პარტია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. ამ დრომდე ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა ირაკლი ხმალაძე, რომელიც 15 მაისს „ქართული ოცნების“ მთავრობის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
ფორუმი