Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WSJ: ტრამპმა რუსეთს ახალი სანქციები შესაძლოა, ამ კვირაში დაუწესოს


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს რუსეთისთვის ახალი სანქციების ამ კვირაში დაწესების შესაძლებლობას, რადგან სულ უფრო იმედგაცრუებულია უკრაინაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განუწყვეტელი თავდასხმებით და სამშვიდობო მოლაპარაკებების ნელი ტემპით. ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ახალი შეზღუდვები, სავარაუდოდ, არ მოიცავს საბანკო სანქციებს, მაგრამ განიხილება რუსეთის ლიდერზე ზეწოლის სხვა ვარიანტები, რათა მას დათმობები აიძულონ. მათ შორის ცეცხლის 30 დღით შეწყვეტა, რომელსაც უკრაინა მხარს უჭერს.

WSJ-ის წყაროთა თანახმად, ტრამპი სამშვიდობო ძალისხმევის მცდელობებით დაიღალა და მის შეწყვეტასაც განიხილავს.

ამასთან, ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ აშშ მოლაპარაკებების პროცესიდან გავა, გააგრძელებს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას.

დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევამდე აცხადებდა, რომ უკრაინაში ომს სწრაფად დაასრულებდა. დღეს ტრამპის ადმინისტრაცია უშედეგოდ ცდილობს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე დაითანხმოს.




ფორუმი

XS
SM
MD
LG