მან დაახლოებით შვიდი წუთი დაუთმო ყველა იმ ნარატივის გავრცელებას, რასაც მისი პარტია საქართველოში იყენებს: რომ არსებობს ლგბტ პროპაგანდა, „დიპ სტეიტი“, რომ ებრძვის იდენტობას და რომ საქართველოს უკრაინის ომში ჩართვა სურდათ.
„ჩვენ არ ვკამათობთ დასავლეთთან, რადგან თავად ვართ დასავლეთის ნაწილი, ჭეშმარიტი დასავლეთის. თავისუფლების რწმენის და ოჯახური ღირებულებების დასავლეთის და არა იმ „დიპ სტეიტისა“, რომელიც ცდილობს მსოფლიოს არაფრად აგრძნობინოს თავი და ყველაფრის მმართველად საკუთარი თავი ჩათვალოს.
ჭეშმარიტი, ღირებულებებზე დაფუძნებული დასავლეთი, ჩვენი დასავლეთი ჯერ კიდევ ცოცხალია. ის ცოცხალია ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის უნგრეთი. და ის ცოცხალია მილიონობით ადამიანის გულში მთელ ევროპაში და მის მიღმა. ყველას გულში, ვინც დაიღალა იმის მოსმენით, რომ საკუთარი სამშობლოს სიყვარული დანაშაულია... იყო პროევროპული არ ნიშნავს, იყო ანტიქართული“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მან სიტყვით გამოსვლა დაიწყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე საუბრით და მას „გამორჩეული ლიდერი“ უწოდა:
„ყველა უნდა ადიდებდეს უნგრეთის გამორჩეულ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ვიქტორ ორბანს მამაცობისთვის და უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც უნგრეთის თავისუფლებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართა. ჩვენ, ქართველები მას განსაკუთრებით ვაფასებთ იმ ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენი ევროპული გზის მიმართ გამოხატა. დიდი მადლობა ბატონო ორბან ამისთვის“.
მის სიტყვით გამოსვლას დარბაზში მყოფი აუდიტორია ტაშის დაკვრით შეხვდა.
„ამერიკის კონსერვატორთა კავშირი“ (ACU) 1974 წლიდან ატარებს „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას“. ბოლო ოთხი წელია, კონფერენციას უნგრეთი მასპინძლობს. კობახიძე კონფერენციაში გასულ წელსაც მონაწილეობდა.
ფორუმი