Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიური მედიის ცნობით, დააკავეს ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე (ლავასოღლი)


მინდოა გორაძე (ლავასოღლი)
მინდოა გორაძე (ლავასოღლი)

იტალიური მედიის ცნობით, რომში, ჩამპინოს აეროპორტში დააკავეს ე.წ. კანონიერი ქურდი, მინდია გორაძე (ლავასოღლი), რომელიც 2023 წლის სექტემბრიდან საერთაშორისო ძებნაში იყო.

გამოცემა „ROMATODAY’’ წერს, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი "ლავასოღლი" იტალიის პოლიციის მობილურმა რაზმმა, 22 მაისს, გერმანული სანომრე ნიშნის მქონე მანქანაში ჩაჯდომისას დააკავა და რეჯინა კოელის ციხეში გადაიყვანა.

მინდია გორაძე 2023 წლის სექტემბრიდან არის საერთაშორისო ძებნაში კრიმინალური გაერთიანების ლიდერობისა და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით.

მინდია გორაძე ბოლოს 2023 წელს დააკავეს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში. მაშინ, გამოძიების მტკიცებით, საერთაშორისოდ ძებნილი ლავასოღლი ტირანაში ყალბი პასპორტითა და უკრაინის მოქალაქის გვარით იმალებოდა და მას წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.

მინდია გორაძეს [ლავასოღლის] საქართველოში სხვადასხვა საქმეზე, ჯამში, 22-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი დაუსწრებლად.

2018 წლის ივლისში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მინდია გორაძე (ლავასოღლი) დამნაშავედ ცნო „კანონიერ ქურდობაში“, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებაში, ძალადობის მუქარით ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2019 წლის აპრილში ბათუმის საქალაქო სასამართლომ „კანონიერი ქურდობისა“ და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის მუხლებით ლავასოღლის დაუსწრებლად შეუფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2021 წელს ის უკრაინაში დააკავეს და ოდესის აეროპორტში ექსტრადირებას ელოდებოდა. ამის შემდეგ მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია აღარ გავრცელებულა. მედიის ცნობით, მინდია გორაძე ოდესაში მინსკიდან ჩავიდა. მას დოკუმენტები არ ჰქონდა, რის გამოც სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს და უკან, ბელარუსში გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG