Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარკოვის გარდა რუსული დრონებით შეტევა იყო ოდესაზე, ხერსონსა და სუმიზე


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი მეხანძრეები სუმიში აქრობენ რუსული დრონებით შეტევის შედეგად სახლში გაჩენილ ხანძარს
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი მეხანძრეები სუმიში აქრობენ რუსული დრონებით შეტევის შედეგად სახლში გაჩენილ ხანძარს

მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა უკრაინაზე რუსული დრონებით მორიგ შეტევას.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 4 ივნისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადაუმოწმებელია, რუსეთის ჯარებმა გასული ღამის განმავლობაში უკრაინას შეუტიეს „შაჰედის“ ტიპის 95 დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარტით, რომელთაგან 61 გაუვნებელყოფილია.

ქალაქ ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული დრონით შეტევის შედეგად ხერსონში ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 12 დრონით დარტყმა იყო ლებედინსკის რაიონზე, სადაც ხანძარი გაუჩნდა ბიოეთანოლის მწარმოებელ ქარხანას. დაზიანებულია ათამდე კერძო სახლიც. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, მსხვერპლი არ არის.

რუსული დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყებიან ოდესიდანაც. სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაიჭრა ერთი ადამიანი. დაზიანებულია სახლები და ტექნიკური მომსახურების სადგური.

2 ივნისს თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართა უკრაინის და რუსეთის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი.

უკრაინის უმთავრესი მოთხოვნა ისევ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა იყო, რაზეც რუსეთმა კვლავ უარი თქვა.

მოსკოვის დელეგაციამ სტამბოლში წარადგინა მოთხოვნების ამსახველი მემორანდუმი. რუსეთის მოთხოვნებს შორისაა უკრაინის ნეიტრალიტეტი და უკრაინის შეიარაღებული ძალების სრულად გაყვანა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან.

უკრაინის ეს ნაწილობრივ ოკუპირებული რეგიონები რუსეთს თავის ტერიტორიად აქვს გამოცხადებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG