შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამნაშავემ სამივე მათგანი ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს, მათგან ერთი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით, რომლის მიხედვითაც, ორზე მეტი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობა ისჯება 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით.
პოლიციამ 40 წლის პირი დააკავა.
ფორუმი