Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხამდე გაიზარდა კიევზე რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


რუსეთის ჯარებმა კიევზე დრონებით და რაკეტებით შეტევა 6 ივნისს, შუაღამის შემდეგ მიიტანეს.
რუსეთის ჯარებმა კიევზე დრონებით და რაკეტებით შეტევა 6 ივნისს, შუაღამის შემდეგ მიიტანეს.

უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ დილის რვის ნახევრისთვის ტელეგრამზე დაწერა კიევს მერმა, ვიტალი კლიჩკომ. მანამდე დადასტურებული იყო, რომ დაიღუპა 1 და დაშავდა 20 ადამიანი.

კლიჩკოს ინფორმაციით, კიევის რამდენიმე რაიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით კიევზე შეტევა 6 ივნისს, შუაღამის შემდეგ დაიწყეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრები გაჩნდა საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ზონებში. დაზიანებულია მეტროს ლიანდაგი. კიევის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.




ფორუმი

XS
SM
MD
LG