Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: აშშ-მ უკრაინისთვის განკუთვნილი 20 000 დრონსაწინააღმდეგო რაკეტა გადაამისამართა


"ჩვენ იმედს ვამყარებდით ამ პროექტზე - 20 000 რაკეტაზე. შაჰედების საწინააღმდეგო რაკეტებზე. ძვირი არ ყოფილა, მაგრამ განსაკუთრებული ტექნოლოგია იყო", - თქვა ზელენსკიმ.
"ჩვენ იმედს ვამყარებდით ამ პროექტზე - 20 000 რაკეტაზე. შაჰედების საწინააღმდეგო რაკეტებზე. ძვირი არ ყოფილა, მაგრამ განსაკუთრებული ტექნოლოგია იყო", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ABC News-თან ინტერვიუში დაადასტურა მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის გადასაცემად განკუთვნილი 20 000 დრონსაწინააღმდეგო რაკეტა ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ამერიკული ძალებისთვის გადაამისამართა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ დრონების უკრაინისთვის მიცემაზე შეთანხმება ყოფილ აშშ-ს თავდაცვის მინისტრთან, ლოიდ ოსტინთან იყო მიღწეული და პროცესი ჯერ კიდევ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაიწყო.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ამ რაკეტებზე იმედებს ამყარებდა რუსეთის მხრიდან დრონებით უწყვეტი იერიშების მოსაგერიებლად. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აქტიურად იყენებს ირანულ შაჰედის დრონებს.

"ჩვენ იმედს ვამყარებდით ამ პროექტზე - 20 000 რაკეტაზე. შაჰედების საწინააღმდეგო რაკეტებზე. ძვირი არ ყოფილა, მაგრამ განსაკუთრებული ტექნოლოგია იყო", - თქვა ზელენსკიმ.

სანამ უკრაინის პრეზიდენტი ღიად ისაუბრებდა შეერთებული შტატებიდან დრონების მიწოდებაში არსებულ პრობლემებზე, მანამდე, Wall Street Journal-მა დაწერა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ამერიკული ძალებისკენ გადაამისამართა საბრძოლო მასალები, რაც მოიცავდა დრონების გამანეიტრალებელ მაღალ განვითარებად სარაკეტო სისტემებში გამოყენებულ ასაფეთქებელ მოწყობილობებსაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG