Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის არმიამ უკრაინის რამდენიმე რეგიონი დაბომბა


ხერსონში დაშავდა შვიდი ადამიანი.
ხერსონში დაშავდა შვიდი ადამიანი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა შაბათ დილით დონეცკის, ოდესის, ხერსონისა და პოლტავის რეგიონები დაბომბა.

ხერსონში რუსეთის არმიამ ცეცხლი გაუხსნა სოციალურ ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ რაიონებს. დაზიანდა ორი კორპუსი და 14 კერძო სახლი. დაშავდა შვიდი ადამიანი.

უკრაინული მედიის ცნობით, მიმდინარეობდა მასობრივი, კომბინირებული შეტევა პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუკზე. ოდესას რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატები ესხმოდნენ თავს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსებს სუმის ოლქის მიმართ რამდენიმე "გიჟური" გეგმა ჰქონდათ, თუმცა უკრაინის ძალები მათ შეკავებას ახერხებენ.

"რუსეთს ბრძოლა სურს. ეს ნიშნავს, რომ ისინი ჯერ კიდევ ვერ გრძნობენ მსოფლიოს მიერ მათზე განხორციელებული ზეწოლის ტკივილს - ან ძალიან ცდილობენ, რომ თავი მოიჩვენონ, თითქოს არ გრძნობენ ამას. რუსეთის ეკონომიკა უარესდება - მოდი, კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ამ პროცესს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG