თავდასხმა დილის საათებში, რვა ავტომობილისა და 200-ზე მეტი მოტოციკლის გამოყენებით განხორციელდა - ნათქვამია ნიგერის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მთავრობის თქმით, მისმა ძალებმა ათობით მოიერიშე მოკლეს, რომლებსაც ისინი „ტერორისტებს“ უწოდებენ. დამატებითი თავდამსხმელების მოსაძებნად სახმელეთო და საჰაერო სამძებრო ოპერაციები მიმდინარეობს.
ნიგერი მეზობელ ქვეყნებთან - ბურკინა-ფასოსა და მალისთან ერთად, ათწლეულზე მეტია ებრძვის ჯიჰადისტური დაჯგუფებების მიერ ორგანიზებულ ამბოხებას. ზოგიერთ მეამბოხეს „ალ-ყაიდასთან“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ აქვს კავშირები.
ბოლო წლებში ამ სამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებები მოხდა. მმართველმა ხუნტებმა გააძევეს ფრანგული ძალები და დახმარებისთვის რუსეთის დაქირავებულ დანაყოფებს მიმართეს.
სამმა ქვეყანამ პირობა დადო, რომ გააძლიერებენ თანამშრომლობას და შექმნეს უსაფრთხოების ახალი კავშირი - საჰელის სახელმწიფოების ალიანსის შექმნით. თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, საჰელში, საჰარის უდაბნოს კიდეზე მდებარე უზარმაზარ რეგიონში, უსაფრთხოების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა მას შემდეგ, რაც ხუნტები ხელისუფლებაში მოვიდნენ. ისლამისტი მებრძოლები და სამთავრობო ძალები თავდასხმებს აგრძელებენ და აქ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ფორუმი