Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გადამწყვეტი მომენტი ტერორსა და იმედს შორის" - ისრაელის პრეზიდენტი ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვაზე


ისააკ ჰერცოგი, ისრაელის პრეზიდენტი
ისააკ ჰერცოგი, ისრაელის პრეზიდენტი

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმებს უწოდებს „გადამწყვეტი მომენტს ტერორსა და იმედს შორის“, წერს, რომ „კაცობრიობის ისტორიაში ეს არის მომენტი, როდესაც თავისუფლების, პასუხისმგებლობისა და უსაფრთხოების პრინციპებმა იზეიმა“ და მადლობას უხდის აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

„ეს ვაჟკაცური ნაბიჯი ემსახურება თავისუფალი მსოფლიოს უსაფრთხოებას და დაცულობას. იმედი მაქვს, ამას შედეგად მოჰყვება ახლო აღმოსავლეთისთვის უკეთესი მომავალი და ხელი შეეწყობა ღაზაში დატყვევებული ჩვენი მძევლების სასწრაფო გათავისუფლებას“, - წერს ჰერცოგი სოციალურ ქსელ X-ში.

ისრაელის პრეზიდენტის განცხადებით, მომდევნო დღეები რთული და გამოწვევებით სავსე იქნება, ამიტომ ისრაელის მოქალაქეებს მოუწოდებს, გააგრძელონ ინსტრუქციების შესრულება, აჩვენონ პასუხისმგებლობა და სიმტკიცე, როგორც ამას აქამდეც აკეთებდნენ.

BBC-სთან ინტერვიუში,კითხვაზე, განადგურდა თუ არა ირანის ბირთვული შესაძლებლობები, ისააკ ჰერცოგმა უპასუხა, რომ დეტალები არ იცის, თუმცა მისთვის „საკმაოდ ნათელია, რომ ირანის ბირთვულ პროგრამას მნიშვნელოვანი დარტყმა მიადგა“.

კითხვაზე პირდაპირ სთხოვა თუ არა ისრაელმა ტრამპს ირანზე თავდასხმა, ჰერცოგი უპასუხა: „ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ამერიკელებისთვის მიგვენდო“.

დღეს დილით, აშშ-მა დაბომბა ირანის რეჟიმის სამ მთავარი - ფორდოს, ნათანზისა და ისპაჰანის ბირთვული ობიექტები. აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის მთავარი ბირთვული ობიექტები ტოტალურად განადგურებულია. ირანი კი აცხადებს, რომ აშშ-მა ირანის წინააღმდეგ "სახიფათო ომი წამოიწყო".

ფორუმი

XS
SM
MD
LG