ადვოკატმა თქვა, რომ მისი მდგომარეობა, კერძოდ მხედველობა პატიმრობაში გაუარესებულია.
მაია მწარიაშვილის თანახმად, მზია ამაღლობელს კერატოკონუსი აქვს. თვალის რქოვანას დაავადება 4 თებერვალს კლინიკა "ვივამედში" ჩატარებული ანალიზის დოკუმენტის, ე.წ. ფორმა 100-ის თანახმად, "მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში მხედველობა აქვს 30%, მარცხენა თვალში კი მხედველობა აქვს 0.04%.
6 თებერვალს ჩატარებული კვლევით, მარჯვენა თვალზე მხედველობა 10%-ზე შემცირდა. სათვალით კორექტირების შემთხვევაში, ის შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ 40%-მდე, როცა დაკავებამდე სათვალით შეეძლო 90%-მდე გაეზარდა მარჯვენა თვალში [მხედველობა]. მარცხენა თვალში 0.04%-ია, შესაბამისად, მარცხენა თვალში გარჩევადობა მხოლოდ სინათლე-სიბნელის გარჩევის დონეზეა. ძალიან დაბალი მხედველობა აქვს მეორე თვალში, რამაც კიდევ უფრო დაიკლო“.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ფორუმი