"ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი 2025 წელს პრესის თავისუფლების მხარდამჭერ ჯილდოს, Free Media Awards-ს მიიღებს. ამ ჯილდოს მფლობელი უკვე არის მის მიერ დაფუძნებულ ორივე გამოცემა.
დღეს, 2025 წლის 4 სექტემბერს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
ირაკლი დგებუაძე, - პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც ფიგურირებდა „ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეში და რომელსაც ამაღლობელმა სილა გააწნა, - ბათუმის პოლიციის უფროსის პოსტს აღარ იკავებს.
„მკაცრად ვგმობ პოლიტიზებულ გადაწყვეტილებას ჟურნალისტ მზია ამაღლობელისათვის ორწლიან პატიმრობის შესახებ“, - აცხადებს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი.
სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობის მიზეზს საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩებს აბრალებს - იმის მიუხედავად, რომ გადაწყვეტილება ქართულმა სასამართლო სისტემამ მიიღო, „ქართული ოცნების“ ლიდერები კი სილის გაწვნის გამო ჟურნალისტის დასჯას მიესალმებოდნენ.
ევროკავშირი მკაცრად გმობს „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისათვის ორწლიანი პატიმრობის მისჯას.
პრესის თავისუფლებაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ (RSF) კრიტიკულად ეხმაურება „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისათვის ორწლიანი პატიმრობის მისჯას.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი ეხმაურება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისთვის, მზია ამაღლობელისთვის 2-წლიანი პატიმრობის მისჯას.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს ერთობლივად გმობენ 24 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები და მას „არაპროპორციულს და პოლიტიზებულს“ უწოდებენ. ისინი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის ორი წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯას 20-ზე მეტი ქვეყნის, საერთაშორისო უფლებადამცველების, პოლიტიკოსების, დიპლომატების კრიტიკული განცხადებები მოჰყვა.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი, - „კლუნების ფონდი სამართლიანობისათვის“, - „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის განაჩენს აკრიტიკებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ჩამოტვირთე მეტი