Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისევ მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის სარაკეტო შეტევას


რუსეთის ჯარებმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქს რაკეტებით დაარტყეს 24 ივნისსაც. დაიღუპა 20-ზე მეტი ადამიანი
რუსეთის ჯარებმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქს რაკეტებით დაარტყეს 24 ივნისსაც. დაიღუპა 20-ზე მეტი ადამიანი

რუსეთის ჯარებმა დღეს, 27 ივნისს მორიგი სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე. არის მსხვერპლი.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერჰიი ლისაკის ტელეგრამ არხზე დღის ორის ნახევრისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქალაქ სამარში დაიღუპა 3 და დაიჭრა 14 ადამიანი.

განახლება: დღის ორი საათისთვის ლისაკმა განაცხადა, რომ სამარში დაიღუპა 4 და დაიჭრა 17 ადამიანი.

რუსეთის ჯარებმა უკრაინის ამ რეგიონს რაკეტებით დაარტყეს 24 ივნისსაც. ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ დნეპროპეტროვსკში 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ქალაქ სამარში - 2. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავდა 300-ზე მეტი ადამიანი.

დაინგრა და დაზიანდა სახლები, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები, ადმინისტრაციული შენობები და რკინიგზის ინფრასტრუქტურა.

განახლება: დღის სამი საათისთვის დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი დაჭრილი. დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. ლისაკის ცნობითვე, დაჭრილია 23, რომელთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.



ფორუმი

XS
SM
MD
LG