Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 8 დემონსტრანტის საქმეს განიხილავენ - ლაივბლოგი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 8 დემონსტრანტის საქმეს განიხილავენ - ლაივბლოგი

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (02/07/2025)

რა ხდება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 8 დემონსტრანტის პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. 📝 სასამართლოდან სიახლეებს ჟურნალისტი, სალომე ჩადუნელი გვაცნობს

12:23 2.7.2025

ბრალდებული, ნიკოლოზ ჯავახიშვილი ადვოკატს, გუჯა ავსაჯანიშვილის ციხეში საქმის მასალების შეგზავნას სთხოვს.

12:23 2.7.2025

სხდომათა დარბაზში შეგვიშვეს... შემოიყვანეს ბრალდებულებიც...

ნიკოლოზ ჯავახიშვილს თეთრი მაისური აცვია, რომელზეც ფლომასტერითაა დახატული საქართველოსა და ევროპის ექვსი ქვეყნების დროშა, მათ შორისაა უკრაინა, ბრიტანეთი, გერმანია...

12:22 2.7.2025

სასამართლოში მედიის მუშაობის ახალი წესების შესაბამისად, ჟურნალისტებმა სპეციალური განცხადებით მიმართეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. სასამართლოს ნაცვლად, ახლა საბჭოა ის ორგანო, რომელმაც მედიებს სასამართლო სხდომების გადაღების უფლება უნდა მისცეს. ამ დრომდე პასუხი არც ერთ მათგანს მიუღია.

2024 წლის 30 ივნისიდან, ჟურნალისტებისთვის დაწესებული აკრძალვების გამო, კამერებს აღარ უშვებენ არამარტო სხდომათა დარბაზებში, არამედ სასამართლოს დერეფნებსა და ეზოშიც კი.


მედიის მუშაობის ამსახველი ფოტოსურათი საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან. ფოტო გადაღებულია 2025 წლის 30 ივნისს.
მედიის მუშაობის ამსახველი ფოტოსურათი საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან. ფოტო გადაღებულია 2025 წლის 30 ივნისს.
12:22 2.7.2025

საქმე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.

მოსამართლე: თამარ მჭედლიშვილი;

პროკურორები: ვაჟა თოდუა და ვახტანგ ცალუღელაშვილი;

ბრალდებულები: ნიკოლოზ ჯავახიშვილი, თორნიკე გოშაძე, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გორგაძე, ინსაფ ალიევი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხვია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი. ამ სიაში ბოლო სამს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG