რადიო თავისუფლებამ გაანალიზა ფაქტები, სასამართლოს მასალები, ჩვენებები და საჯარო წყაროებში მისაწვდომი ცნობები 4 ოქტომბრის საქმეზე. ქვემოთ გიჩვენებთ, რა ირკვევა ამ მონაცემებით ბრალდებულთა პოლიტიკურ, სოციალურ და დემოგრაფიულ პორტრეტზე?
22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დაკავებული დემონსტრანტების საქმეები პარალელურად ხუთ მოსამართლეს დაეწერა. ადვოკატებს არ აქვთ ინფორმაცია, რომელი დაკავებული რომელ სხდომათა დარბაზში შეიყვანეს. თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფების მოსაძებნად ისინი სართულიდან - სართულზე, ოთახიდან - ოთახში დარბიან.
რუსთაველის საპროტესტო აქციის მონაწილე თავად მივიდა პოლიციაში და განაცხადა, რომ გზა გადაკეტა. მაგრამ შსს-მ ის არ დააპატიმრა. რატომ? და რა მოხდება, თუკი დემონსტრანტები რეჟისორ გიორგი თავართქილაძის მაგალითს მიბაძავენ? მათაც არ დააკავებს შსს?
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადავიდა. ბრალდებული, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა დაემტკიცებინა მოსამართლისთვის, ენერგოსექტორში მიღებულ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა არ შემეძლოო.
სახელისა და გვარების უკან ადამიანები დგანან - უკრაინაში მებრძოლი, „ბათუმელი მედროშე“, უმუშევარი მარტოხელა მამა, მარკეტერი, ექიმი, გეოფიზიკოსი, აქტივისტი - 4 ოქტომბრის საქმეზე ჯამში, 46 ადამიანი დააკავეს. რა ვიცით მათ შესახებ?
ვინ არის ის 13 ადამიანი, რომლებიც „ოთხი ოქტომბრის საქმეზე“ პროკურატურამ პირველი დააკავა. ცამეტივეს ჯგუფურ ძალადობასა და სტრატეგიული ობიექტის - პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდება-ბლოკირების მცდელობაში სდებენ ბრალს.
ამ სტატიაში პირველად წაიკითხავთ ყველა იმ ამბავს, რომელთა გამოც ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის ერთდროულად ოთხი მუხლის დარღვევას ედავებიან.
რადიო თავისუფლებამ მოიპოვა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას დასაბუთება, რომელიც მან პროევროპული დემონსტრაციების მონაწილე ანრი (ანზორ) კვარაცხელიას განაჩენს დაურთო. კვარაცხელია მოსამართლემ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის საქმეში გაამტყუნა და 4 წლითა და 6 თვით აღუკვეთა თავისუფლება.
რადიო თავისუფლებამ წაიკითხა და შემდეგ ხელოვნურ ინტელექტს წააკითხა ჯგუფური ძალადობის საქმეების ორი განაჩენი - გვინდოდა დაგვეთვალა სიტყვების, წინადადებებისა და მსჯელობის მსგავსება მოსამართლეების, თამარ მჭედლიშვილისა და ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებებში.
ის, ვინც ამბობს, რომ აწამეს, ახლა ციხეშია. ისინი, ვისაც წამებაში ადანაშაულებს, პროკურატურამ მოწმეებად გამოიყენა. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ბრალდების სხვა მტკიცებულებებთან ერთად, პოლიციელების ჩვენებები ეჭვის ქვეშ არ დააყენა და საბა სხვიტარიძე დამნაშავედ ცნო. რა წერია განაჩენში - წაიკითხეთ აქ:
ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებისას დაკავებული 11 დემონსტრანტის საქმეზე მხოლოდ განაჩენის გამოცხადებაა დარჩენილი. ამ სტატიაში კიდევ ერთხელ ვიხსენებთ, რის საფუძველზე ედავება ახალგაზრდებს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და რატომ უწოდებენ მათ უფლებადამცველები პოლიტიკურ პატიმრებს.
ამ სტატიაში ვიხსენებთ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მასობრივი საპროტესტო აქციებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებითა და მასში მონაწილების ბრალდებით დაკავებული 8 დემონსტრანტის საქმეზე ადვოკატებისა და ბრალდებულების დასკვნით სიტყვებს
დღეს, 27 აგვისტოს დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს „ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის“ ბრალდებით დაკავებულებმა. 8 დემონსტრანტის სასამართლო პროცესი, რაც ფართოდ მიიჩნევა პოლიტიკურად მოტივირებულად, დასასრულს უახლოვდება.
ცნობილია მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის განაჩენის წერილობითი დასაბუთება ნარკოდანაშაულში ბრალდებული დემონსტრანტის, თედო აბრამოვის საქმეზე.
ნარკოდანაშაულში ბრალდებულის, რუსეთის მოქალაქის, ანტონ ჩეჩინის ადვოკატის, გიორგი ჩხეიძის დასკვნითი სიტყვა 42 გვერდია. ის ორი საათის განმავლობაში უსაბუთებდა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას, რატომ მიაჩნია, რომ ანტონ ჩეჩინს ნარკოტიკი მისი პოლიტიკური პოზიციის გამო „ჩაუდეს".
გიორგი ახობაძის დარბაზიდან გათავისუფლება პირველი გამამართლებელი განაჩენია, როცა დაკავებულ დემონსტრანტებზე ვსაუბრობთ. როგორ დაასაბუთა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ჯერ დიდი გაკვირვება და შემდეგ აქტივისტების დიდი სიხარული მოჰყვა?
ციხიდან გამოგზავნილ ამ წერილებში პროევროპულ აქციებზე დაკავებულები აღწერენ გზას ციხიდან სასამართლომდე და ჰყვებიან, როგორია ის დღე, როცა სასამართლომდე საკანი დროებით, რამდენიმე საათით უნდა დატოვონ და მორიგ პროცესზე ოჯახს, მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს შეხვდნენ.
ანასტასია ზინოვკინა, არტიომ გრიბული და ანტონ ჩეჩინი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოში გადავიდნენ და 2024 წლის ბოლოს, თბილისში პროევროპული აქციების ფონზე, ისინი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. უკრაინელები სერჰი კუხარჩუკი და რუსლან სივაკოვი ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულნი არიან.
სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული ექიმის, გიორგი ახობაძის პირველი საათები სუფთა ჰაერზე და ოჯახთან ერთად. მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა - რა „კონსპირაციების თეორიები“ ააგო საკუთარ თავში და რას ჰყვება „ემოციურ საქანელაზე“, რომელზეც განაჩენის გამოცხადებამდე „ეკიდა“, - ნახეთ ვიდეოში
ჩამოტვირთე მეტი