Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (04/07/2025)

👨‍⚖️ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი აგრძელებს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 დემონსტრანტის საქმის განხილვას. დღეს დაიკითხებიან პროკურატურის მოწმეები 💬 ამ პოსტის კომენტარებში ვწერთ განახლებულ ინფორმაციას სასამართლო სხდომიდან

11:39 4.7.2025

იუმორისტმა, ონისე ცხადაძემ მიკროფონი მოიმზადა. სავარაუდოდ, მას განცხადების გაკეთება სურს. მიკროფონი აქვს ხელში ჩაბღუჯული, გამყოფ ბარიერს ეყრდნობა და იცდის.


11:56 4.7.2025

განცხადებას აკეთებს საზოგადოებრივი ადვოკატი, ირაკლი ბენია. ის ამბობს, რომ დღეს სხდომაზე არ არის რევაზ კიკნაძის ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი და აგრძელებს, რომ რევაზ კიკნაძემ უარი თქვა მასთან შეხვედრაზე და თანამშრომლობაზე, რადგან ბრალდებული უარს აცხადებს საზოგადოებრივ ადვოკატზე.

ირაკლი ბენია ითხოვს გადადოს სხდომა მოსამართლემ, რათა მიეცეს მას კიდევ ერთხელ კომუნიკაციის საშუალება. „მე უნდა მივიღო კითხვის დასმის ან არდასმის უფლება"

მოსამართლის თქმით, ეს გადადების საფუძველი არ არის და მან უნდა დაიცვას რევაზ კიკნაძის ინტერესები, მითუმეტეს „რევაზ კიკნაძე გაძევებულიაო".

ადვოკატი აგრძელებს, რომ მას „ბრალდებულის ნდობა არ აქვს“. არა - გაქვთო, ამბობს მოსამართლე.

ამატებს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი: „რაზეც არის ექსპერტიზა დანიშნული, ადვოკატებს არ აქვთ გადაცემული დისკები, ბატონი გუჯა აქ არ არის, გაძევებულია კიკნაძე, მას არ აქვს კომუნიკაცია საზოგადოებრივ ადვოკატთან, არ არის პოზიციები შეთანხმებული და ეს არის დაცვის უფლებების დარღვევა“.

განცხადება ითხოვა, პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა. ის ამბობს, რომ ადვოკატები აჭიანურებენ პროცესს. მოსამართლემ პროკურორიც გააჩერა, ეგ უკვე ითქვა, სხვა რა გაქვთ სათქმელიო.

პროკურორმა თქვა, რომ დისკები, რომელიც უნდა გამოიკვლიოს საქმეს ახლავს მტკიცებულებად და ყველას აქვს. „დარწმუნებული ვარ უმრავლესობას კომპიუტერებშიც აქვს შენახული ეს დისკები".

ვახტანგ ცალუღელაშვილი ითხოვს, რომ გამოცხადდეს ნახევარსაათიანი შესვენება და ისინი ადგილზე გააცნობენ დისკებს სხდომათა დარბაზში მყოფ ადვოკატებს.

12:03 4.7.2025

ონისე ცხადაძის სიტყვა, რომელზეც ტირიან ბრალდებულები, დაკავებულების ოჯახის წევრები, გულშემატკივრები. მან მიმართა პროკურორებს და მოსამართლეს:

„წესით უნდა მიმხვდარიყავით რომ რაღაცის თქმა მენდომებოდა[მოსამართლეს მიმართავს]

სრულიად ნეგატური დამოკიდებულებისგან დაცლილმა. მინდა ვკითხო პროკურორებს მე თუ ვინმე მომიკლავს ცხოვრებაში?

პროკურორების პასუხი: გისამძიმრებთ ნამდვილად

ონისე ცხადაძე აგრძელებს: გაიხარეთ, მადლობა (ირინია)...

მე შემიძლია სამი თაობა მოგიყვანოთ, რომ იმ ასაკში, როცა მამაჩემი გარდაიცვალა მის სისხლში და ხორცში არ გარდაცვლილა არავინ. ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ გულზე არ სჭირდა არაფერი, პირველად მის გულზე ხელი დავინახე, როცა მაკავებდნენ. მას თავის ცხოვრებაში არავისთვის არაფერი დაუშავებია...

სულ ვფიქრობ, როგორ გადაგიხადოთ სამაგიერო

ვიდეოც არსებობს სერიული მკვლელია, რომელსაც დახოცილი ჰყავდა უამრავი ადამიანი, მიდიოდნენ დახოცილების ოჯახის წევრები და ლანძღავდნენ. ისინი ისე უყურებდნენ როგორც მანიაკს და შეშლილს. შემდეგ გამოვიდა ერთი სასულიერო პირი და უთხრა მიპატიებიაო და ჩამოიშალა ყველაფერი.

ჩემთვის თქვენ ხართ მანიაკებ, მაგრამ არ ვაპირებ არ გაპატიოთ.

მოვა დრო მოსამართლიდან დაწყებული, იქ რომ ბიჭი ზის[ სხდომის მდივანი - რ.თ.] და ჰგონია არაფერ შუაშია, პასუხს აგებს.

იცოდეთ, რომ მაგაში დამნაშავეები თქვენ ხართ.

თუ გინდათ მოგიყვეთ, როგორ მოკვდა მამაცემი?

ციხეში ვიგებ, რომ ჭიშკართან პოულობენ მამაჩემს მკვდარს. რომელიმე არ ფიქროთ ამაზე?

ბავშვობაში რომ დამიშავებია რაღაც ელემენტარული და დღეს რომ ვფიქრობ, იმაზე ვნანობ და თქვენ არ გაგაჩნიათ რაიმე გრძნობა?

ხალხს მინდა მადლობა გადავუხადო, მე არ მინახავს, მითხრეს, ძალიან მიხარია, რომ თქვენნაირი ადამიანები ბევრნი არიან ამ ქვეყანაში, ისიც ძალიან მიხარია, რომ ვიცხოვრე ისე, რომ დავიმსახურე ეს თანადგომა...

ეს რაც მოხდა ეს არის ჩემი პირადი ტრაგედია და რაც მოხდა ჩემი და ჩემი ოჯახის სატარებელი იქნება.

ესეთი ბრძოლაა, კაციჭამიებთან ბრძოლა, ოღონდ ქვეყანა გადარჩეს, ოღონდ ეს მოხდეს და მეტი არაფერი მაინტერესებს... ამათმა[პროკურორები - რ.თ.] ეს რა იციან.

მოსამართლე: მესმის თქვენ რა მდგომარეობაში ხართ, ძალიან არ მინდა შეგაწყვეტინოთ, კორექტულობის ფარგლებში....

ონისე ცხადაძე: გესმით ჩემი? მამათქვენი როგორ არის, ცოცხალი გყავთ მამა?

მე ვიცი, რომ ეს ისე დასრულდება, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ქვეყანა მეცოდება, საიდან იქნება ამოსათრევი არავინ არ ფიქრობს. სიკვდილის შიში დიდი ხანია დამარცხებული მაქვს და კიდევ ერთი მიზეზი მაქვს, რომ სიკვდილის არ შემეშინდეს, ამის გამო თავს ვერ დავხრი და ვერავის შევეხვეწები გამიშვით-მეთქი, ჩემზე ნუ იდარდებთ, ქვეყანას მივხედოთ, იმაზე იდარდეთ, რა ქვეყანაც გვაქვს".

12:15 4.7.2025

ემოციური სიტყვის შემდეგ, ონისე ცხადაძემ მოსამართლეს სტუდენტ რეზო კიკნაძეს სხდომაზე დაშვება სთხოვა, რომელიც გაძევებულია სხდომიდან და ნინო გალუსტაშვილი შუამდგომლობების მიუხედავად, არ აბრუნებს.

„ჩემთან ერთად ზის რეზო კიკნაძე საკანში და ვიცი, რომ დედამისი ძალიან ნერვიულობს, დაუშვით სხდომაზე".

მოსამართლე არ იცვლის აზრს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG