Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა მოსკოვში პატრიარქ კირილის თანაშემწესთან ერთად წირა


ერთობლივი წირვა რუსმა და ქართველმა ეპისკოპოსებმა 7 ივლისს აღავლინეს მოსკოვში.
ერთობლივი წირვა რუსმა და ქართველმა ეპისკოპოსებმა 7 ივლისს აღავლინეს მოსკოვში.

ნიკორწმინდის ეპისკოპოსი ვახტანგ ლიპარტელიანი მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის პატრიარქ კირილის თანაშემწესთან, მიტროპოლიტ გრიგოლთან ერთად, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კურთხევაში მიიღო მონაწილეობა.

ინფორმაციას ქართველი მღვდელმთავრის რუსეთში ყოფნის შესახებ მოსკოვის ეპარქიის ვებგვერდი ავრცელებს.

კურთხევას ასევე ჩეხეთსა და სლოვაკეთში რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი და სხვა რუსი სასულიერო პირები დაესწრნენ.

წირვა ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე აღესრულა.

რუსმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა ტაძარში მყოფებს რუსეთის პატრიარქის კურთხევა გადასცა და მათ სიტყვით მიმართა.

რუსეთში მცხოვრები ქართველების რუსულენოვან სოციალურ ქსელებში ვრცელდება ამავე წირვიდან გავრცელებული ფოტო, სადაც ჩანს ეთნიკურად ქართველი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტი, თინა კანდელაკი.

წირვას ესწრებოდა რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი, რუსეთის პრეზიდენტს დაქვემდებარებული „ეროვნებათაშორისი საბჭოს“ წევრი დავით ცეცხლაძე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG