14:14 - დაკითხვას აგრძელებს ადვოკატი კახა წერეთელი.
მას დააინტერესა, რამდენად საკმარისი იყო საკვლევად გადაცემული ვიდეოკადრები დასკვნის მოსამზადებლად. ექიმის პასუხის მიხედვით, მას ჰქონდა საკმარისი მასალა დასკვნის დასაწერად.
14:11 - დაცვის მხარის მოწმე, ექიმი ნათია ხარატი: „ტაშის ხმას ჰგავდა. თქვენ რა გინდათ თქვათ, რომ სუხიშვილების კონცერტის შემდეგ ტაშის ყველა დამკვრელი რეაბილიტაციას გადის?!“
ადვოკატ მაია მწარიაშვილის დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად ექიმი ამბობს, რომ ეს მისი აღქმით, სიმულაციას ჰგავდა.
14:03 - მოწმე ამბობს: „თუ 30 წუთის შემდეგ გამოჩნდა სიწითლე, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში გული გაჩერებული იყო და როგორცკივე ამუშავდა, სისხლი გადაისროლა დაზიანებულ ადგილზე. სიწითლეს თვალის ხამხამივით ვერ ვმართავთ - სიწითლე ვერ გაჩნდებოდა 30 წუთში. თუ ეს ასე მოხდა, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს ჯანმრთელობის სხვა პრობლემა აქვს“.
14:00 - „წუთნახევარში გადაღებულ ვიდეოში, რომელიც ვნახე, აუცილებლად უნდა ყოფილიყო სიწითლე - რადგან დაზიანების დროს სისხლძარღვები სისხლის მოძრაობით ეხმარება დაზიანებულ ადგილს, რომ მალე მოხდეს აღდგენა... მას სიწითლე არ ეტყობოდა... ის გამოიყურებოდა შემართებით... “
ფორუმი