Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (21/07/2025)

⚖️ ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმეზე ბათუმში ბოლო სასამართლო სხდომები იმართება 🔸 “ქართული ოცნების” მიერ სადავო პარლამენტში დაჩქარებული სახით მიღებული კანონით, ჟურნალისტებს სხდომაზე ფოტოსა და ვიდეოს გადაღება აღარ შეუძლიათ. ეს ლაივბლოგი დაგეხმარებათ, გაიგოთ, რა ხდება სხდომაზე

15:30 21.7.2025

13:53 - ექიმი ამბობს, რომ ტკივილი განისაზღვრება ობიექტური და სუბიექტური აღქმებით: სუბიექტურია, როცა პაციენტი შკალის მიხედვით აფასებს, რამდენად მტკივნეულია მისთვის. ობიექტური აღქმაა, როცა ტკივილს ახლავს ცრემლი, შეყვირება, ტემპერატურა და ა.შ.

„იმდენად ეტკინა, რომ გაფითრდა; იმდენად ეტკინა, რომ რამდენიმე დღეში გაყვითლდა. შესაძლოა ადამიანს უნდოდეს ცრემლის შეკავება, თუმცა ვერ შეძლოს, გონების კარგვა, ხელის მოკიდება დაზიანებულ ადგილზე“, - ამბობს მოწმე ნათია ხარატი.

მისი თქმით, სუბიექტური აღქმებით ტკივილის განსაზღვრა არასწორია, რადგან შესაძლოა დანიშნულმა მედიკამენტმა პაციენტს ზიანი მიაყენოს.

15:30 21.7.2025

14:00 - „წუთნახევარში გადაღებულ ვიდეოში, რომელიც ვნახე, აუცილებლად უნდა ყოფილიყო სიწითლე - რადგან დაზიანების დროს სისხლძარღვები სისხლის მოძრაობით ეხმარება დაზიანებულ ადგილს, რომ მალე მოხდეს აღდგენა... მას სიწითლე არ ეტყობოდა... ის გამოიყურებოდა შემართებით... “

15:31 21.7.2025

14:03 - მოწმე ამბობს: „თუ 30 წუთის შემდეგ გამოჩნდა სიწითლე, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში გული გაჩერებული იყო და როგორცკივე ამუშავდა, სისხლი გადაისროლა დაზიანებულ ადგილზე. სიწითლეს თვალის ხამხამივით ვერ ვმართავთ - სიწითლე ვერ გაჩნდებოდა 30 წუთში. თუ ეს ასე მოხდა, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს ჯანმრთელობის სხვა პრობლემა აქვს“.

15:31 21.7.2025

14:11 - დაცვის მხარის მოწმე, ექიმი ნათია ხარატი: „ტაშის ხმას ჰგავდა. თქვენ რა გინდათ თქვათ, რომ სუხიშვილების კონცერტის შემდეგ ტაშის ყველა დამკვრელი რეაბილიტაციას გადის?!“

ადვოკატ მაია მწარიაშვილის დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად ექიმი ამბობს, რომ ეს მისი აღქმით, სიმულაციას ჰგავდა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG