18:20 - სასამართლო გავიდა სათათბიროდ. გადაწყვეტილება გამოცხადდება ორშაბათს, 28 ივლისს, 10:00-ზე.
გიორგი ახობაძის საქმის პროკურორი შმაგი გობეჯიშვილი - ის მის დამნაშავედ ცნობას მოითხოვს.
18:12 -“ერთადერთი მტკიცებულება რაც საქმეში დევს არის ოთხი იზოლენტით გადახვეული ნარკოტიკი, რომელიც ჯიბეში ჩამიდეს, შემდეგ დაიტანეს ძალით დნმ-ი ჩემი პირიდან და უკან ამოიღეს ეს ნაგავი, ეს არ გადაიღეს”
ის ამბობს, რომ ხელი შეუშალეს მისი სიმართლის დამადასტურებელი კადრების მოპოვებაში, ასე რომ არ ყოფილიყო ვიდეოკამერებს გამოითხოვდნენ და დადასტურდებოდა მისი ყველა ნათქვამი.
“პროკურორს მუდმივად ვთხოვდი დაეწყო გამოძიება ჩემს მიერ გაჟღერებულ ჩადების საქმეზე…. რომ გამოეთხოვა შიდა და გარე პერიმეტრის კამერები, განყოფილების კამერები, დადგინდებოდა, რომ ისინი იტყუებიან, გეოლოკაციის შესწავლით დაადგენდა, რომ
ისინი იტყუებიან და თავიდანვე ბევრნი იყვნენ ადგილზე და არა შემდეგ მოვიდნენ”.
“საქმეში არ გვაქვს ნეიტრალური მტკიცებულება და არც მცდელობა მის შესაქმნელად”, - ამბობს ის და აგრძელებს: რა მოხდა ადგილზე ისეთი, რომ საპროცესო კოდექსის დარღვევით მოიპოვეს მტკიცებულება?
“პოლიციელების ფორმაში გამოწყობილი კრიმინალები”, - ასე მოიხსენიებს მის დამკავებლებს ახობაძე.
ფორუმი