Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
გიორგი ახობაძის საქმეზე გადაწყვეტილება შესაძლოა დღეს გამოცხადდეს
გიორგი ახობაძის საქმეზე გადაწყვეტილება შესაძლოა დღეს გამოცხადდეს

გიორგი ახობაძის საქმის განხილვა სრულდება - ლაივბლოგი (25/07/2025)

ექიმ გიორგი ახობაძის საქმის განხილვა სრულდება. დღევანდელ სხდომაზე ის და მისი ადვოკატი დასკვნით სიტყვას იტყვიან.

17:09 25.7.2025

17:04 - დარბაზში გამოიძახეს გიორგი ახობაძის ადვოკატები: მარიამ მაძღარაშვილი და ლაშა ცუცქირიძე, თუმცა ახობაძის პროცესამდე მოსამართლე ამბობს, რომ ერთი მოკლე პროცესი ჩატარდება. ისევ კართან ვიცდით.

17:08 25.7.2025

17:03 - #12 დარბაზში მანდატურის განმარტებით, 28 ადამიანი ეტევა. ეს ნიშნავს, რომ ყველა მსურველი სხდომას ვერც ამჯერად დაესწრება.

17:08 25.7.2025

17:02 - დღეს საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს ბრალდებული, გიორგი ახობაძე. ადვოკატები ამბობენ, რომ ეს იქნება საკმაოდ ხანგრძლივი სიტყვა. მინიმუმ ერთსაათიანი.

17:08 25.7.2025

16:59 - სხდომათა დარბაზთან მანდატურები არიან მობილიზებული. პროცესზე დასასწრებად მოვიდნენ სხვა დაკავებული დემონსტრანტების მშობლებიც.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG