Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
გიორგი ახობაძის საქმეზე გადაწყვეტილება შესაძლოა დღეს გამოცხადდეს
გიორგი ახობაძის საქმეზე გადაწყვეტილება შესაძლოა დღეს გამოცხადდეს

გიორგი ახობაძის საქმის განხილვა სრულდება - ლაივბლოგი (25/07/2025)

ექიმ გიორგი ახობაძის საქმის განხილვა სრულდება. დღევანდელ სხდომაზე ის და მისი ადვოკატი დასკვნით სიტყვას იტყვიან.

17:35 25.7.2025

17:29 - საბოლოო სიტყვას იწყებს გიორგი ახობაძე. იქამდე სანამ სიტყვას იტყვის, წინა სხდომას ეხმაურება, როცა მოსამართლემ თქვა, რომ დაცვის მხარეს დაცვის უფლება არ შეზღუდვიაო. ახობაძე მიიჩნევს, რომ მან განწყობა წინასწარ გამოავლინა.

17:35 25.7.2025

17:28 - “დაგვიანებით ვიწყებთ იმიტომ, რომ მანდატურებს შემოსვლაზე ეჭიდავებით. შეინახეთ ტელეფონები, არავის ხელში დავინახო, თორემ სხდომას დავხურავ”, - ისევ მოსამართლის სიტყვებია.

17:35 25.7.2025

17:27 - “მოსასმენად თუ ხართ მოუსმინეთ, ხმაურისთვის სხვა ადგილი მოძებნეთ სხვა სამყაროში”, - ეს არის მოსამართლის პირველი სიტყვები სხდომათა დარბაზში შემოსვლის შემდეგ. მისი ტემბრი მაღალია და კატეგორიული.

17:35 25.7.2025

17:25 - რამდენიმე წუთში ვითარება იცვლება. დარბაზში იხედება მოსამართლე: რომეო ტყეშელაშვილი და მანდატურებს ეუბნება: დაკეტეთ კარები, ვინც შემოვიდა შემოვიდა.

მანდატურებმა მაინც შემოუშვეს დამსწრეები და ადგილები შეავსეს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG