Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
გიორგი ახობაძის საქმეზე გადაწყვეტილება შესაძლოა დღეს გამოცხადდეს
გიორგი ახობაძის საქმეზე გადაწყვეტილება შესაძლოა დღეს გამოცხადდეს

გიორგი ახობაძის საქმის განხილვა სრულდება - ლაივბლოგი (25/07/2025)

ექიმ გიორგი ახობაძის საქმის განხილვა სრულდება. დღევანდელ სხდომაზე ის და მისი ადვოკატი დასკვნით სიტყვას იტყვიან.

17:57 25.7.2025

17:47 - (გიორგი ახობაძე კითხულობს დაწერილს, რთულია მის ტემპთან დაწევა, შესაბამისად, მისი სიტყვები ზუსტთან მიახლოებულია, შინაარსი კი ზუსტი - რ.თ)

ის ჰყვება დაკავების დეტალებს და ამბობს, რომ კრიმინალურმა პოლიციამ “ძალით გადმოიყვანა მანქანიდან, ხელები დაუკავა და მანქანის წინა ნაწილზე სახით დააწვინა”.

“მეწყება კანკალი, ჩემი კუნთები იწყებს კანკალს და მიჭირს გადავადგილდე, ჩემს ნებით კონტროლს აღარ ექვემდებარება ჩემი კიდურები, მე მათ ვუხსნი რაც მჭირს, მაგრამ ისინი ცრუობენ სასამართლოში, რომ ერთი კაცი მაკავებდა, რადგან ქუჩაზე არ გადამერბინა… მე ნერვული კანკალი მქონდა, რადგან ვიგრძენი, რომ პოლიციელმა ჩემს სამოსში მოათავსა რაღაც უკანონო (ვარაუდობს, რომ სწორედ იმ დროს, როცა ხელები შეუკრეს და გულმკერდით ავტომობილზე დააწვინეს, შებოჭილი)

ის ასახელებს პოლიციელს, ვინმე გიორგი გურეშიძეს და ამბობს, რომ წამალი მან ჩაუდო (მისი ფოტო ახობაძემ ერთ-ერთ სხდომაზე მოიტანა კიდეც და მოსამართლეს აჩვენა)

17:50 25.7.2025

აგრძელებს ახობაძე სიტყვის თქმას.

“მე მქონდა პრობლემა და მკურნალობის შემდეგ დავძლიე და არავის მივცემ უფლებას, რომ ჯანმრთელობის პრობლემის გამო, რომელიც დავძლიე სტიგმატიზება მოახდინოს ჩემი”.

ამას ამბობს ახობაძე, რადგან შმაგი გობეჯიშვილმა სხდომაზე რამდენჯერმე თქვა, რომ გიორგი ახობაძეს წარსულში ნარკოტიკთან ჰქონდა შეხება. ამას არც ახობაძე უარყოფს და სიამაყით ამბობს, რომ დაძლია.

17:47 25.7.2025

“აბრძანდით ფეხზე”, - ეუბნება რომეო ტყეშელაშვილი ბრალდებულ ახობაძეს. მიაჩნია, რომ მისი სიტყვა არის სასამართლოს მიმართ შეურაცხმყოფელი. ახობაძე დგება. ხელში დიდი რვეული უჭირავას, საიდანაც ტექსტს კითხულობს.

“ამის ასპარეზი თქვენ აქ არ მოგეცემათ, საბოლოოდ გაფრთხილებთ რა წუთიდან ერთ დამაკნინებელ სიტყვას მოვისმენთ რომელიმე მოსამართლეზე გაბრძანდებით სხდომიდან და ჩვენ გავაგრძელებთ. ახლა დაბრძანდით და კორექტულად და თავაზიანად”.

17:47 25.7.2025

17:39 - ექიმი ბრალდებული აგრძელებს სიტყვის თქმას, საუბრობს პროკურორ შმაგი გობეჯიშვილზე და მიაჩნია, რომ მან საქმე შეკერა და გააყალბა. ბრალდებულმა გაიხსენა აღკვეთის შეფარდებაც, როცა შმაგი გობეჯიშვილმა არ გაითვალისწინა ფაქტი, რომ ახობაძე იყო ერთადერთი ვინც დედამის უვლისა. მისი დაკავებიდან მალევე ახობაძის დედა გარდაიცვალა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG