17:03 - #12 დარბაზში მანდატურის განმარტებით, 28 ადამიანი ეტევა. ეს ნიშნავს, რომ ყველა მსურველი სხდომას ვერც ამჯერად დაესწრება.
17:04 - დარბაზში გამოიძახეს გიორგი ახობაძის ადვოკატები: მარიამ მაძღარაშვილი და ლაშა ცუცქირიძე, თუმცა ახობაძის პროცესამდე მოსამართლე ამბობს, რომ ერთი მოკლე პროცესი ჩატარდება. ისევ კართან ვიცდით.
17:10 - მანდატური წინასწარ აფრთხილებს დამსწრეებს, რომ დარბაზში პირველები ოჯახის წევრები და ახლობლები შევლენ. სხვებმა კი, რომლებიც დარბაზში ვერ მოხვდებიან გასასვლელისკენ უნდა გადაიწიონ, ანუ სხდომათა დარბაზს მოშორდნენ.
17:15 - გიორგი ახობაძის ახლობელი ამბობს, რომ ექიმ ბრალდებულს მრავალგვერდიანი სიტყვა აქვს დაწერილი, რომელსაც სხდომაზე წაიკითხავს.
- დაახლოებით რამდენი ფურცელია? - ვეკითხები.
“ძალიან ბევრი”.
ფორუმი