Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
გიორგი ახობაძის საქმეზე გადაწყვეტილება შესაძლოა დღეს გამოცხადდეს
გიორგი ახობაძის საქმეზე გადაწყვეტილება შესაძლოა დღეს გამოცხადდეს

გიორგი ახობაძის საქმის განხილვა სრულდება - ლაივბლოგი (25/07/2025)

ექიმ გიორგი ახობაძის საქმის განხილვა სრულდება. დღევანდელ სხდომაზე ის და მისი ადვოკატი დასკვნით სიტყვას იტყვიან.

17:22 25.7.2025

17:15 - სასამართლო 6 საათამდე მუშაობს, თუმცა მხარეებთან შეთანხმებით არასამუშაო საათებშიც შეიძლება გააგრძელოს მოსამართლემ განხილვა. ფაქტია, ეს სხდომა ფინალია. ბრალდებულის სიტყვის შემდეგ ორი გზა რჩება - მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ან განაჩენი უნდა გამოაცხადოს ან გადადოს განაჩენის გამოცხადება მომდევნო სხდომაზე.

17:26 25.7.2025

17:18 - სხდომათა დარბაზში შესვლისას ჭყლეტაა. მანდატური ამბობს, რომ დარბაზში აღარავის შეუშვებენ. სკამების ნაწილი ცარიელია. გარეთ ხმაურია.

“უკან გაიწიეთ, რა გჭირთ”, - ყვირის მანდატური.

მოსამართლესთან კომუნიკაციით შეთანხმდა, რომ 28 ადამიანი შემოვა.

17:35 25.7.2025

17:25 - რამდენიმე წუთში ვითარება იცვლება. დარბაზში იხედება მოსამართლე: რომეო ტყეშელაშვილი და მანდატურებს ეუბნება: დაკეტეთ კარები, ვინც შემოვიდა შემოვიდა.

მანდატურებმა მაინც შემოუშვეს დამსწრეები და ადგილები შეავსეს.

17:35 25.7.2025

17:27 - “მოსასმენად თუ ხართ მოუსმინეთ, ხმაურისთვის სხვა ადგილი მოძებნეთ სხვა სამყაროში”, - ეს არის მოსამართლის პირველი სიტყვები სხდომათა დარბაზში შემოსვლის შემდეგ. მისი ტემბრი მაღალია და კატეგორიული.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG