17:28 - “დაგვიანებით ვიწყებთ იმიტომ, რომ მანდატურებს შემოსვლაზე ეჭიდავებით. შეინახეთ ტელეფონები, არავის ხელში დავინახო, თორემ სხდომას დავხურავ”, - ისევ მოსამართლის სიტყვებია.
17:29 - საბოლოო სიტყვას იწყებს გიორგი ახობაძე. იქამდე სანამ სიტყვას იტყვის, წინა სხდომას ეხმაურება, როცა მოსამართლემ თქვა, რომ დაცვის მხარეს დაცვის უფლება არ შეზღუდვიაო. ახობაძე მიიჩნევს, რომ მან განწყობა წინასწარ გამოავლინა.
17:30 - ახობაძე სიტყვას კითხულობს სწრაფად, რთულია ზუსტი ჩაწერა. ის ამბობს, რომ მას მიზანმიმართულად უსწორდება სისტემა და ეს არის შურისძიება და ანგარიშსწორება. “ამ რევანშის შესახებ ორი ვიდეო მაქვს ჩაწერილი, ერთი დაჭერის წინ, რევანში ჩართულია პროკურორი, პოლიცია, მოსამართლეები”.
აჩერებს რომეო ტყეშელაშვილი: სასამართლოსთან ცოტა მოზომილად, სასამართლო შეხედულებაზე მსგავსი კონტექსტი ამოიღეთ და ისე გააგრძელეთ… არავის რევანში არ არის სასამართლო”.
აგრძელებს ახობაძე: “როცა მიჭერდნენ ყველაზე სასიამოვნო იმის ცქერა იყო, როგორი ღირსებააყრილები იყვნენ… ძნელია აცნობიერებდე, რომ მორალური გვამი ხარ… მათ ჰქონიათ ჩვენ გვასამართლებენ და საკუთარი თავისთვის გამოაქვთ განაჩენი… მზია ამაღლობელის სიტყვებია: იბრძოლე სანამ გვიანი არ არის, მტერი ჰიბრიდულია, რთულია მისი აღქმა ამიტომ იბრძოლეთ სანამ გვიანი არ არის…. ციხით გვაშინებენ, მაგრამ ციხე არ არის საშიში, მხოლოდ ბრძოლის ველია პატარა, მათ ეგონათ თავისუფლება წამართვეს და სინამდვილეში ბრძოლის ველი დამიპატარავეს”
ფორუმი