ამის შემდეგ გიორგი ახობაძე საქმეზე გადადის და მიმოიხილავს მისი დაკავების გარემოებებს, ჩხრეკას: “უკანონოდ მოიპოვეს ჩემი დნმ-ის ნიმუში და შემდეგ ნარკოტიკზე გადაიტანეს და ეს გაყალბებული ნივთია ჩემს წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება”.
მისი თქმით, იტყუებიან პოლიციელები, რომ ვერ გადაიღეს რადგან არ ჰქონდათ ადამიანური რესურსი და ტექნიკა, არადა ათნი იყვნენო.
“ადასტურებენ, რომ ნარკოტიკების შემძენ-მომხმარებელი ვარ, მაგრამ არც მტკიცებულება წარმიდგინეს და არც ნარკოტესტი გამიკეთეს შეთავაზების მიუხედავად” (ახობაძის ხმა არის მაღალი და ბრაზით სავსე)
“მკვლელმა პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა და მკვლელმა მოსამართლემ მარიდაშვილმა…”
ისევ აჩერებს მოსამართლე: თქვენ თავად გინდათ უფლება ჩამოგერთვათ საბოლოო სიტყვის? გაგაფრთხილეთ უკვე.
ახობაძე აგრძელებს: მომაკვდავ დედას მოჰპარეს ჩემი თავი…
მოსამართლე აჩერებს ისევ დაბალ ტონალობაშიო. “დამშვიდდით, დაწყნარდით, რატომ ღელავთ, რა საჭიროა ხმის ტემბრი და ომახიანობა?”
ახობაძე: თქვენიც კარგად გვესმის, არ არის ხოლმე ყვირილი საჭირო.
17:39 - ექიმი ბრალდებული აგრძელებს სიტყვის თქმას, საუბრობს პროკურორ შმაგი გობეჯიშვილზე და მიაჩნია, რომ მან საქმე შეკერა და გააყალბა. ბრალდებულმა გაიხსენა აღკვეთის შეფარდებაც, როცა შმაგი გობეჯიშვილმა არ გაითვალისწინა ფაქტი, რომ ახობაძე იყო ერთადერთი ვინც დედამის უვლისა. მისი დაკავებიდან მალევე ახობაძის დედა გარდაიცვალა.
“აბრძანდით ფეხზე”, - ეუბნება რომეო ტყეშელაშვილი ბრალდებულ ახობაძეს. მიაჩნია, რომ მისი სიტყვა არის სასამართლოს მიმართ შეურაცხმყოფელი. ახობაძე დგება. ხელში დიდი რვეული უჭირავას, საიდანაც ტექსტს კითხულობს.
“ამის ასპარეზი თქვენ აქ არ მოგეცემათ, საბოლოოდ გაფრთხილებთ რა წუთიდან ერთ დამაკნინებელ სიტყვას მოვისმენთ რომელიმე მოსამართლეზე გაბრძანდებით სხდომიდან და ჩვენ გავაგრძელებთ. ახლა დაბრძანდით და კორექტულად და თავაზიანად”.
ფორუმი