Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
გიორგი ახობაძის საქმეზე გადაწყვეტილება შესაძლოა დღეს გამოცხადდეს
გიორგი ახობაძის საქმეზე გადაწყვეტილება შესაძლოა დღეს გამოცხადდეს

გიორგი ახობაძის საქმის განხილვა სრულდება - ლაივბლოგი (25/07/2025)

ექიმ გიორგი ახობაძის საქმის განხილვა სრულდება. დღევანდელ სხდომაზე ის და მისი ადვოკატი დასკვნით სიტყვას იტყვიან.

17:50 25.7.2025

აგრძელებს ახობაძე სიტყვის თქმას.

“მე მქონდა პრობლემა და მკურნალობის შემდეგ დავძლიე და არავის მივცემ უფლებას, რომ ჯანმრთელობის პრობლემის გამო, რომელიც დავძლიე სტიგმატიზება მოახდინოს ჩემი”.

ამას ამბობს ახობაძე, რადგან შმაგი გობეჯიშვილმა სხდომაზე რამდენჯერმე თქვა, რომ გიორგი ახობაძეს წარსულში ნარკოტიკთან ჰქონდა შეხება. ამას არც ახობაძე უარყოფს და სიამაყით ამბობს, რომ დაძლია.

17:57 25.7.2025

17:47 - (გიორგი ახობაძე კითხულობს დაწერილს, რთულია მის ტემპთან დაწევა, შესაბამისად, მისი სიტყვები ზუსტთან მიახლოებულია, შინაარსი კი ზუსტი - რ.თ)

ის ჰყვება დაკავების დეტალებს და ამბობს, რომ კრიმინალურმა პოლიციამ “ძალით გადმოიყვანა მანქანიდან, ხელები დაუკავა და მანქანის წინა ნაწილზე სახით დააწვინა”.

“მეწყება კანკალი, ჩემი კუნთები იწყებს კანკალს და მიჭირს გადავადგილდე, ჩემს ნებით კონტროლს აღარ ექვემდებარება ჩემი კიდურები, მე მათ ვუხსნი რაც მჭირს, მაგრამ ისინი ცრუობენ სასამართლოში, რომ ერთი კაცი მაკავებდა, რადგან ქუჩაზე არ გადამერბინა… მე ნერვული კანკალი მქონდა, რადგან ვიგრძენი, რომ პოლიციელმა ჩემს სამოსში მოათავსა რაღაც უკანონო (ვარაუდობს, რომ სწორედ იმ დროს, როცა ხელები შეუკრეს და გულმკერდით ავტომობილზე დააწვინეს, შებოჭილი)

ის ასახელებს პოლიციელს, ვინმე გიორგი გურეშიძეს და ამბობს, რომ წამალი მან ჩაუდო (მისი ფოტო ახობაძემ ერთ-ერთ სხდომაზე მოიტანა კიდეც და მოსამართლეს აჩვენა)

17:57 25.7.2025

ახლა ახობაძე ჩხრეკის ვიდეოზე ვერგადაღების თემაზე საუბრობს.

იხსენებს პოლიციელების ჩვენებებს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მობილური ტელეფონები ჰქონდათ.

“ამართლებენ იმით, რომ თითქოს ექვსმა ვერ მოახერხეს ორი მოქალაქის ისე ჩხრეკა, რომ თან გადაეღოთ(ახობაძესთან ერთად ავტომობილში იყო მისი მეგობარი - რ. თ)
… პოლიციელები ამბობენ, რომ ექვს კაცს არ შეეძლო ჩვენი კონტროლი, არადა ჰქონდათ იარაღი და შეეძლოთ იარაღით კონტროლის ქვეშ ჩაეტარებინა საგამოძიებო მოქმედება”.

“თითქოს ექვსნი იყვნენ ორ მოქალაქესთან და ცდილობენ დააჯერონ ობიექტური დამკვირვებელი, რომ ექვსმა ორი ვერ გაჩხრიკა ისე, რომ გადაეღო(ახობაძე ამბობს, რომ მისი დაკავებისას ადგილზე მინიმუმ 10 პოლიციელი იყო და მოწმეები ტყუიან - რ.თ).

17:57 25.7.2025

ახობაძე უწოდებს მოწმეებს “ცრუს”, მტკიცებულებებს - “გაყალბებულს”, პროკურორს - ჯალათს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG