Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანატოლი გიგაურის სასამართლო - ლაივბლოგი (28/07/2025)

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გადადო ანატოლი გიგაურის საქმეზე განაჩენს გამოაცხადება, თარიღს მხარეებს მოგვიანებით აცნობებს.

11:00 28.7.2025

Author

რადიო თავისუფლება

10:57 - ანატოლი გიგაური ითხოვს განცხადების უფლებას, პროკურორს უნდა ვუპასუხო იმასთან დაკავშირებით, რატომ არ მივეცი ჩვენებაო. მოსამართლე ეუბნება უკვე საბოლოო სიტყვის ეტაპზე ხართ, მოინიშნეთ და შემდეგ სხდომაზე ისაუბრეთო.

„ვიმარჯვებთ ერთად", - ამბობს ანატოლი გიგაური და ამატებს: წინ საქართველო, წინ ევროპისკენ".

`სახელოვნად", - პასუხობს აუდიტორია.

10:57 28.7.2025

მოსამართლე განმარტებას აკეთებს და განმარტავს, რატომაა ეს საქმე განსხვავებული სხვებისგან. მისი თქმით, აქ დგას აუცილებელი მოგერიების საკითხიც.

„ამ გარემოებებს დამატებით სჭირდება კიდევ შეფასება და საბოლოო სიტყვა და განაჩენი გამოცხადდება შემდეგ სხდომაზე. არის საკითხები, რომელიც წარმოაჩინეს მხარეებმა და ამას დამატებით სჭირდება შეფასება... ყველა ამ საკითხს კიდევ ერთხელ სჭირდება შეფასება,,, იმ ვადაში რაც ავიღე, არ ვარ ჩამოყალიბებული და კიდევ მჭირდება დრო.... აუცილებელი მოგერიება ვრცელი საკითხია, შედგება კომპონენტებისგან და თითოეულის დადასტურება-არდადასტურება შეიძლება გადამწყვეტი იყოს".

მოკლეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ განმარტა, რომ დღეს გადაწყვეტილებას არ გამოაცხადებს. წინა სხდომაზე მან განმარტა, რომ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა. რატომ - ეს არგუმენტები ზევით უკვე წერია.

10:54 28.7.2025

რეპლიკის უფლებით სარგებლობს პროკურორი, თამარ იაკობიძე.

„წინა პროცესზე ვუსმენდით საათნახევარი დაცვის მხარეს, ერთ-ერთი ეხებოდა აუცილებელ მოგერიებას, ბრალდებულმა არ მისცა ჩვენება სასამართლოს და არ მოგვეცა საშუალება, რომ კითხვები დაგვესვა, მაგრამ ვვარაუდობდით, რომ აუცილებელი მოგერიება იქნებოდა სტრატეგია.

დაცვის მხარემ ძალიან ბევრ გარემოებაზე ისაუბრა, მათ შორის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ფარგლებში მიმდინარე გამოძიება. საინტერესოა ის რომ სასამართლო ეყრდნობა გადაწყვეტილების დროს პროცესზე განხილულ მტკიცებულებებს...ბრალდებული რომელიც იყენებს დუმილის უფლებას, არ აძლევს ჩვენებას და რაღაც ვერსია, რომელსაც დაცვის მხარე შლის თავის სიტყვაში, ამას ვერ დაეყრდნობა სასამართლო.

მტკიცებულებები, რომელიც პროცესზე გამოვიყენეთ არ ჯდება არც დანაშაულის მოგერიების და დამნაშავის შეპყრობის ფარგლებში".

პროკურორს პასუხობს ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე:

დამუნათება იმისთვის, რომ ბრალდებულმა თავისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლება გამოიყენა, მისცეს ან არ მისცეს ჩვენება....მიუხედავად იმისა, რომ გიგაურმა, როგორც მოწმის სტატუსით ჩვენება არ მისცა, ეს არ არის ფაქტორი, რომ კონკრეტულ გარემოებად არ მიიჩნიოთ. დასკვნით სიტყვაზე ანატოლი გიგაურის დამატებული ინფორმაცია, რომ არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებად, ეს არასწორია და არსად წერია. 80% და 20% ასე დავყავით, თითქოს ჩემი მოსაზრება იყო 80%, არც ერთი გარემოება, რაზეც ყურადღება გავამახვილე, არ იყო ჩემი მოსაზრება.

ე.წ. დაზარალებულის სიტყვები გამოვიყენე, რომელიც არის ჩემი ოქროს მტკიცებულება. მან თქვა, რომ ანატოლის სამოსზე შეიძლება მისი დნმ იყოს, რადგან ისინი ჭიდაობდნენ გარკვეული დროის განმავლობაში და ეხებოდნენ ერთმანეთს. ეს სიტყვა გამოვიყენე აუცილებელ მოგერიებაზე საუბრისას. ჩვენი დასმული საკითხვები თეორიები კი არა, მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებებია. ჩვენ ვსაუბრობთ აუცილებელ მოგერიებაზე... ყველა მოქმედებასთან დაკავშირებით ჩვენი მოყვანილი ფაქტები და არგუმენტები შესაბამისობაში იყო გამოკვლეულ მტკიცებულებებთან და გამომდინარეობდა მათგან...მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება აუცილებელი მოგერიება ყო სახეზე და მიგვაჩნია, რომ გიგაური უნდა გამართლდეს".

10:48 28.7.2025

მოსამართლე ნაჭყებია სხდომათა დარბაზში აბრუნებს გაძევებულ სულიკო გიგაურის. ის ანატოლი გიგაურის ძმაა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG